Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

1FVH7V3V Posted 16 Nov Views: 0

ქცევითი თერაპევტი

Negotiable Sign in and apply

Posted 16 Nov (Days left: 30) Apply by 16 Dec

ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" აცხადებს კონკურსს ქცევითი თერაპევტის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • ბავშვის/მოზარდის განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების დონის შეფასების პროცესში მონაწილეობა;
  • წლიური გეგმის შესაბამისად ქცევითი თერაპიის სეანსების ჩატარება;
  • მუშაობის ინდივიდუალური განრიგის შედგენა და მართვა;
  • შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა სპეციალური ფორმით;
  • სამუშაო გარემოს მომზადება;
  • ქცევითი თერაპიის სეანსებისთვის საჭირო სამუშაო მასალების დამზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში, მედიცინაში ან მომიჯნავე სპეციალობებში სავალდებულოა (სასურველია ბავშვთა ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია);
  • ქცევის გამოყენებითი ანალიზის საბაზისო კურსის სერტიფიკატის ფლობა;
  • ქცევის გამოყენებითი ანალიზის ბაზისური პრინციპების ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
  • ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია კლიენტთან მუშაობის ეთიკური პრინციპების ცოდნა;

დამატებითი ინფორმაცია:

"ბენეფიციარების ინდივიდუალური საჭიროებებიდან და სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, უპირატესობა მიენიჭება მამრობითი სქესის კანდიდატს.

ორგანიზაციის პერსონალის მხრიდან, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დამატებითი ტრენინგის უზრუნველყოფა.

პიროვნული მახასიათებლები

  • კარგი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოტივირებულობა;
  • კეთილსინდისიერება;
  • პუნქტუალურობა;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და დროის სწორად განაწილების უნარი.

შერჩევის კრიტერიუმები

  • საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა;
  • სამუშაო გამოცდილება;
  • მოტივაცია;
  • პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა.

შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად

  • ელფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა და შერჩევა;
  • გასაუბრება.

განმცხადებელმა ორგანიზაციის ელფოსტის მისამართზე უნდა წარმოადგინოს:

  • რეზიუმე (CV);
  • სამოტივაციო წერილი.

განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელფოსტის მისამართზე.

"Subject" ველში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ვაკანსიის დასახელება - "ქცევითი თერაპევტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 16 დეკემბერი.

ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლებისა და პროფესიონალების პირველი გაერთიანება საქართველოში, რომელიც დაფუძნდა 1995 წელს.

ორგანიზაციის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი ოჯახების უფლებების დაცვა, შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა. ორგანიზაცია ახორციელებს ინკლუზიური განათლების პროცესის მდგრადი განვითარებისთვის ხელშემწყობ პროექტებსა და სოციალურ სერვისებს. ორგანიზაციის ბაზაზე დანერგილი სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შშმ ბავშვებისა და პირებისთვის ხელმისაწვდომია როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური თერაპიები.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post