Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

1G6FVM49 Posted 17 Nov Views: 0

გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი

ჯერარსი external listing
Negotiable Sign in and apply

Posted 17 Nov (Days left: 30) Apply by 17 Dec

სს კლინიკა "ჯერარსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

მისამართი: თბილისი, თემქა, მუხიანის, 2ა სამუშაო განრიგი: თავისუფალი განრიგი, (პაციენტების მომსახურების მიხედვით)

ძირითადი მოვალეობები

  • პოტენციური მომხმარებლების მოძიება, მათთან ვიზიტი და კლინიკის სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • კლინიკის პოპულარიზაციის მიზნით ყოველთვიური გეგმის შემუშავება, ღონისძიებების დაგეგმვა/შეფასება/მონიტორინგი;
  • მომხმარებლის დაინტერესება კლინიკის მომსახურებით და უპირატესობების წარმოჩენა;
  • მომსახურების შემდგომი კომუნიკაცია მომხმარებელთან;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება.

სასურველი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ან უმაღლესი/პროფესიული სასწავლებლის სტუდენტი;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა

საჭირო უნარ-ჩვევები

  • კომუნიკაბელურობა, კრეატიულობა, ორგანიზებულობა;
  • მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ან საკონტაქტო ინფორმაცია ელფოსტაზე და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

კლინიკა ს.ს "ჯერარსი" საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ს.ს "ჯერარსისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ნებისმიერ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ს.ს "ჯერარსში" შესაძლოა, შენახული და გამოყენებული იქნეს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ს.ს "ჯერარსისთვის" გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა კლინიკა "ჯერარსში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post