Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

1HHNG0HT Posted 10 Nov Views: 0

JBL-ის ბრენდ ამბასადორი

ჯეოტეკ დისტრიბუცია

ჯეოტეკ დისტრიბუცია

Tbilisi Full-time Sales
₾1200 / month Apply by 10 Dec
Sign in and apply

შპს „ჯეოტეკ დისტრიბუცია“, მსოფლიო ბრენდების (Shark, Ninja, JBL, HarmanKardon, Dyson, და სხვა) ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.

საქართველოში JBL-ის მაღაზიისთვის აცხადებს ვაკანსიას JBL-ის ბრენდ ამბასადორის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

ძირითადი მოვალეობები

  • დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
  • მოზიდვა და პროდუქციის შეთავაზება;
  • პროდუქციის განლაგება JBL -ის ბრენდის სტანდარტების შესაბამისად;
  • გაყიდვამდე საქონლის ვარგისიანობის შემოწმება, მომხმარებელთან დემონსტრირება, გაყიდული ტექნიკის შეფუთვა;
  • ახალი მოდელების შესწავლა;
  • სექციაში არსებული მარაგების კონტროლი/აღწერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება;
  • უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ტექნიკის სფეროში გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები

  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი;
  • ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალობა;
  • გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მიზანსწრაფულობა და ენერგიულობა.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთი“ დასაქმების ტიპი: კვირაში 6 დღე (36 საათი), ცვლები: 10:00-17:00, 15:00-22:00 შერჩევის ფორმა: გასაუბრება ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება: " JBL-ის ბრენდ ამბასადორი".

კომპანია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს! აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post