Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

1J19T3RD Posted 4 Nov Views: 1

იურისტი/საკრედიტო ადმინისტრატორი

Express Capital+ external listing
Negotiable Apply by 5 Dec
Continue to the original listing ↗

შ.პ.ს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "Express Capital+" არის საფინანსო კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადვილ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისს. კომპანია ორიენტირებულია მოკლევადიანი დაკრედიტების მომსახურებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე. შ.პ.ს "Express Capital+" უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მისი გუნდი. ის შედგება ნიჭიერი და პროფესიონალი ხალხისგან, რომლებიც სრულად იყენებენ თავიანთ პოტენციალს. ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და სამუშაო პირობებს თქვენი პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის.

"Express Capital+" გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას შემდეგ პოზიციაზე: იურისტი/საკრედიტო ადმინისტრატორი.

სამუშაოს აღწერა

შენ, როგორც საკრედიტო ადმინისტრატორი, უზრუნველყოფ:

  • საკრედიტო დოკუმენტაციის ვიზირებას და შემოწმებას;
  • საკრედიტო და სხვა იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებას, კანონმდებლობასთან და მისოს სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფით;
  • სესხების გადაფარვის პროცედურების განხორციელებას;
  • საკრედიტო დოკუმენტაციის გაფორმებისა და შენახვის (დაარქივების) დადგენილი მოთხოვნების დაცვას;
  • კლიენტთან თავაზიან, კეთილგანწყობილ და თბილ დამოკიდებულებას;
  • წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელება სხვადასხვა ტერიტორიაზე არსებულ ნოტარიუსებთან, საჯარო რეესტრში;
  • გენერალური ხელშეკრულებების მომზადება და ხელშეკრულებების ნოტარიულად გაფორმების უზრუნველყოფა;
  • AML რეგულაციების დაცვა სესხების გაცემისას;
  • სხვა იურიდიული საქმეების შესრულება;
  • კლიენტებზე ხელშეკრულების შინაარსის ახსნა და ხელშეკრულებებზე ხელმოწერის უზრუნველყოფა.

ჩვენ გთავაზობთ

  • საუკეთესო სამუშაო გარემოს, საუკეთესო გუნდთან და პროფესიონალ ადამიანებთან ერთად;
  • სამუშაოს დაწყებამდე, გთავაზობთ ტრენინგს, რომელიც დაგეხმარება პროფესიული უნარების და პროდუქტების ცოდნის მიღებაში;
  • მინიმუმ 6 თვიანი წარმატებული თანამშრომლობისას, გექნება პოზიციურად დაწინაურების შესაძლებლობა;

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ

  • გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მათზე ზრუნვა და დახმარების გაწევა;
  • ხარ განვითარებაზე ორიენტირებული;
  • სასურველია უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • გინდა განავითარო შენი კარიერა საფინანსო სექტორში და მიიღო საუკეთესო გამოცდილება 11 წლიანი ისტორიის მქონე კომპანიაში.

შრომითი ანაზღაურება - შეთანხმებით გამოცდილების შესაბამისად, ფიქსირებულს + ბონუსი, 1000 - 1200 ლ საშუალოდ + ბონუსი

დამატებითი ინფორმაცია

კომპანია ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართოთ კომპანიის მეილზე. კომპანიის კანდიდატთა შერჩევის პროცესი "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post