Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

1P4M6BSA Posted 13 Nov Views: 0

სამშენებლო პროექტის გაყიდვების მენეჯერი

Red House Outsourcing

Red House Outsourcing

Red House Outsourcing external listing
₾1500 / month Sign in and apply

−32% vs the usual · usual 2,219 ₾ · 142 ads

Posted 13 Nov (Days left: 30) Apply by 13 Dec

Red House Outsourcing არის გაყიდვებისა და მარკეტინგის აუთსორსინგ კომპანია, რომელიც ექსკლუზიურად სამშენებლო და დეველოპერულ სექტორზე მუშაობს. ჩვენ სრულად ვიღებთ პროექტის გაყიდვებსა და მარკეტინგს: ბრენდის შექმნიდან და პოზიციონირებიდან დაწყებული, ხელშეკრულების ხელმოწერამდე.

Red House Outsourcing აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

2020 წლიდან ვმუშაობთ დედაქალაქის ბაზარზე და დღეს ჩვენს პარტნიორებს შორის არიან წამყვანი დეველოპერული კომპანიები. თითოეულ პროექტს ვუყალიბებთ ინდივიდუალურ სტრატეგიას, რომელიც ბაზრის რეალურ მონაცემებსა და კონკურენტულ ანალიზს ეფუძნება.

რატომ Red House

  • 40-ზე მეტი სპეციალისტი: გაყიდვების მენეჯერები, მარკეტოლოგები, დიზაინერები, კონტენტ კრეატორები, ვიდეო-ოპერატორები და ედვერთაიზერები
  • მაღალი და გამჭვირვალე ანაზღაურება, რომელიც პირდაპირ შედეგზეა მიბმული
  • დადასტურებული შედეგები: ჩვენს პორტფოლიოში არაერთი პროექტია, რომელიც დაგეგმილზე სწრაფად გაიყიდა
  • თანამედროვე ინსტრუმენტები: CRM სისტემა, სრული ანალიტიკა და გამართული სამუშაო პროცესები
  • პროფესიული ზრდა: შიდა ტრენინგები უძრავი ქონების ბაზარზე, გაყიდვების ტექნიკებსა და კლიენტთან კომუნიკაციაზე
  • Red House-ში მუშაობა ნიშნავს რეალურ პროექტებზე მუშაობას, სადაც შენი შედეგი ციფრებში ჩანს.

ჩვენ გთავაზობთ

  • სამშენებლო კომპანიის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობას.
  • სამუშაო ადგილი: სამშენებლო ობიექტზე არსებულ კომფორტულ ოფისში.
  • მაღალ უკონკურენტო ანაზღაურებას
  • ხშირ მივლინებებს და ბონუსებს
  • ტრენინგებსა და სწავლებებს, როგორც თბილისში ასევე საქართველოში.

მოთხოვნები სავალდებულო:

  • გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (ზეპირი და წერილობითი)
  • რუსული ენის ცოდნა სამუშაო დონეზე
  • ინგლისური ენის ცოდნა სამუშაო დონეზე
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, CRM სისტემები)
  • პრეზენტაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი
  • კლიენტზე ორიენტირებულობა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

უპირატესობად ჩაითვლება

  • უძრავი ქონების სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • დეველოპერულ ან სამშენებლო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება
  • CRM სისტემებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება

ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მითითებულ მეილზე.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post