ოფთალმოლოგი
ოპტიკური კომპანია "ოპტიმისტი" 2013 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე.
კომპანიამ თავისი ისტორიის მანძილზე ღირსეული როლი შეასრულა ოპტიკის ინდუსტრიის განსავითარებლად.
კომპანიის პრიორიტეტია ხელმისაწვდომი ფასი და მაღალი ხარისხი.
პოზიცია: ოფთალმოლოგი
სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით ანაზღაურება: შეთანხმებით
ფუნქცია-მოვალეობები: რეფრაქცია, ოპტიკური სათვალისა და კონტაქტური ლინზის შერჩევა, მკურნალობა.
მოთხოვნები
- უმაღლესი სამედიცინო განათლება (ბაკალავრი/რეზიდენტი);
- მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება ოპტიკაში ან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
კომპანია "ოპტიმისტის" შეთავაზებით დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე და "Subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!