Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

1RVFK5EJ Posted 11 Nov Views: 1

კლიენტებთან ურთიერთობის სპეციალისტი

Property Georgia external listing
Negotiable Apply by 12 Dec
Sign in and apply

"Property Georgia" უძრავი ქონების #1 ჰაბია, 10-წლიანი ისტორიით, ბაზარზე დაგროვილი გამოცდილებითა და საერთაშორისო კავშირებით. ჩვენ ვთანამშრომლობთ პრემიუმ კლასის სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებთან. ჩვენს პლატფორმაზე ვაერთიანებთ ხარისხიან უძრავ ქონებასა და დაინტერესებულ მომხმარებლებს. ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს დავეხმაროთ მათი ინდივიდუალური საჭიროებებისა და პრეფერენციების გათვალისწინებით დეველოპერული პროექტების შერჩევასა და შეთავაზებების შეფასებაში.

პოზიციის შესახებ

გუნდის გასაძლიერებლად ვეძებთ კლიენტებთან ურთიერთობის სპეციალისტს, რომელიც მომხმარებლებს გაუწევს კონსულტაციას, შეისწავლის მათ ინტერესებსა და საჭიროებებს და დაეხმარება მათთვის შესაბამისი დეველოპერული პროექტების შერჩევაში.

ძირითადი მოვალეობები

  • პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
  • შემომავალი და გამავალი სატელეფონო ზარების მართვა;
  • შემომავალ შეტყობინებებზე დროული რეაგირება;
  • მომხმარებელთა საჭიროებებისა და პრეფერენციების განსაზღვრა;
  • დეველოპერული პროექტებისა და უძრავი ქონების შეთავაზებების წარდგენა;
  • მომხმარებლების კონსულტირება და შესაბამისი შეთავაზებების შერჩევაში დახმარება;
  • გაყიდვების პროცესში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ქართული ენის თავისუფლად ფლობა;
  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
  • რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • უძრავი ქონებისა და დეველოპერული პროექტების მიმართ ინტერესი.

რას გთავაზობთ?

  • პროფესიულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • პრემიუმ კლასის დეველოპერულ პროექტებთან მუშაობის შესაძლებლობას;
  • საერთაშორისო კავშირებითა და პარტნიორული ქსელით მიღებულ გამოცდილებას;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების პერსპექტივას;
  • უძრავი ქონებისა და გაყიდვების სფეროში ცოდნისა და უნარების გაღრმავებას.

სამუშაო პირობები

  • ლოკაცია: თბილისი, ოფისი
  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი | 10:00-18:00

გამოგვიგზავნეთ CV. ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: კლიენტებთან ურთიერთობის სპეციალისტი.

შემოუერთდით Property Georgia-ს გუნდს და განავითარეთ კარიერა უძრავი ქონების სფეროში!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post