Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

2698Z0CX Posted 9 Nov Views: 0

სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი

Employer external listing
Negotiable Apply by 10 Dec
Sign in and apply

კომპანია აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი (პრარაბი).

დასაქმების ტიპი: ვადიანი ხელშეკრულება ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ფუნქცია-მოვალეობები

  • სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა, ზედამხედველობა და მართვა;
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი და პროცესის ყოველდღიური მონიტორინგი;
  • სამშენებლო მასალების მიღება/გათვლა და აღრიცხვის კონტროლი;
  • შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება: ფარული სამუშაოების აქტი, სამუშაოთა წარმოების ჟურნალი, ფორმა 2;
  • სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა და ხარჯების ანალიზი;
  • პერსონალის გრაფიკის მონიტორინგი და საჭიროებისამებრ მუშა პერსონალის მოძიება;
  • საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მუშა პერსონალის მოძიება;
  • მარაგების და რესურსების ოპტიმიზაცია;
  • ყოველდღიურად, სამუშაო დღის დასრულებისას, დეტალური რეპორტის წარმოება დღის განმავლობაში ობიექტზე შესრულებული სამუშაოების შესახებ;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა, დამატებითი დავალებების შესრულება.

სამუშაო ადგილი: თბილისი (ყოველდღიური სამუშაო ადგილი დამოკიდებული იქნება ობიექტების მდებარეობაზე).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება სამშენებლო ან შესაბამისი მიმართულებით;
  • სამშენებლო სფეროში მუშაობის პრაქტიკული, მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
  • სამშენებლო ნახაზებისა და საპროექტო დოკუმენტაციის დამოუკიდებლად წაკითხვისა და გაანალიზების უნარი;
  • სამშენებლო ობიექტების მართვისა და სამუშაო პროცესის ორგანიზების გამოცდილება;
  • ხარჯთაღრიცხვების შედგენისა და კორექტირების ცოდნა;
  • სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და სამუშაოების შესრულების თანმიმდევრობის ცოდნა;
  • სამუშაოების მოცულობების, მასალებისა და საჭირო რესურსების სწორად გაანგარიშების უნარი;
  • სამშენებლო ტექნიკისა და სამუშაო ძალის ეფექტიანი მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • ობიექტებზე მუდმივად ყოფნისა და სამუშაო პროცესში უშუალო ჩართულობის შესაძლებლობა;
  • AutoCAD-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • Excel-ისა და სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის პროგრამებთან მუშაობის უნარი;
  • შესრულებული სამუშაოების აქტების, ფარული სამუშაოების აქტებისა და სხვა ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება;
  • ქართული და რუსული ენების კარგად ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • პასუხისმგებლობიან და პროფესიულ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) და პორტფოლიო PDF ფორმატში მისამართზე.

წერილის სათაურში მიუთითეთ: "სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი - სახელი, გვარი".

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post