მიკრობიოლოგი
"გლობალტესტის საგამოცდო ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას მიკრობიოლოგის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლობიან, დეტალებზე ორიენტირებულ სპეციალისტს, რომელიც ჩაერთვება სურსათისა და სხვა საკვლევი ნიმუშების მიკრობიოლოგიურ კვლევებში და უზრუნველყოფს კვლევების ხარისხიანად, დადგენილი მეთოდებისა და სტანდარტების შესაბამისად შესრულებას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღმის მასივი სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00, ორშ-პარ
ძირითადი მოვალეობები
- საკვლევი ნიმუშების მიკრობიოლოგიური ანალიზების ჩატარება;
- პათოგენური და სანიტარიულ-მაჩვენებლური მიკროორგანიზმების გამოვლენა და რაოდენობრივი განსაზღვრა;
- საკვები არეების მომზადება, სტერილიზაცია და ხარისხის კონტროლი;
- ნიმუშების მიღება, მომზადება და დამუშავება დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
- მიკრობიოლოგიური კვლევების შედეგების აღრიცხვა, ანალიზი და დოკუმენტირება;
- ლაბორატორიული აღჭურვილობის გამართული მუშაობისა და სათანადო გამოყენების უზრუნველყოფა;
- შიდა ხარისხის კონტროლისა და ლაბორატორიათა შორის შედარებით გამოცდებში მონაწილეობა;
- ISO/IEC 17025 სტანდარტისა და ლაბორატორიის შიდა პროცედურების დაცვა;
- ბიოუსაფრთხოების წესებისა და ლაბორატორიული პრაქტიკის მოთხოვნების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები
- უმაღლესი განათლება მიკრობიოლოგიის, ბიოლოგიის, ბიოტექნოლოგიის ან მომიჯნავე მიმართულებით;
- მიკრობიოლოგიური კვლევის მეთოდების ცოდნა;
- მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაში მუშაობის გამოცდილება;
- ISO/IEC 17025 სტანდარტის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ლაბორატორიული დოკუმენტაციის წარმოების უნარი;
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა პროფესიული ლიტერატურისა და მეთოდების გასაცნობად.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე, სათაურის ველში მიუთითეთ: "მიკრობიოლოგი".