Partner

Free ads across all of Georgia.

Open classified.ge
← All vacancies

2Q56ZKXS Posted 10 Nov Views: 0

B2B გაყიდვების მენეჯერი

First Aid SkillHub external listing
Negotiable Apply by 11 Dec
Sign in and apply

კომპანიის შესახებ:

"First Aid SkillHub" არის ქართული საგანმანათლებლო სტარტაპი, რომელიც პირველადი გადაუდებელი დახმარების პრაქტიკულ ტრენინგებს სთავაზობს ოჯახებს, საბავშვო ბაღებს, სკოლებსა და სხვადასხვა ორგანიზაციას.

ჩვენი მიზანია, პირველადი დახმარების პრაქტიკული ცოდნა ხელმისაწვდომი გავხადოთ უფრო მეტი ადამიანისა და ორგანიზაციისთვის.

კომპანიის განვითარების ახალ ეტაპზე ვეძებთ B2B გაყიდვების მენეჯერს, რომელიც დამოუკიდებლად მოიძიებს პოტენციურ კორპორატიულ კლიენტებს, წარმართავს კომუნიკაციას და უზრუნველყოფს გაყიდვების სრულ ციკლს — პირველი კონტაქტიდან შეთანხმების მიღწევამდე.

ძირითადი მოვალეობები

  • პოტენციური კლიენტების მოძიება და მათი საკონტაქტო ბაზის შექმნა — საბავშვო ბაღები, სკოლები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, კერძო კომპანიები და სხვა ორგანიზაციები;
  • გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან პროაქტიული კომუნიკაცია სატელეფონო ზარების, ელფოსტის, LinkedIn-ისა და სხვა არხების გამოყენებით;
  • კომპანიის ტრენინგების პრეზენტაცია, კლიენტის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი შეთავაზების მომზადება;
  • მოლაპარაკებების წარმოება, კლიენტების დარწმუნება და გაყიდვების წარმატებით დასრულება;
  • გაყიდვების ბაზისა და მიმდინარე მოლაპარაკებების აღრიცხვა, შემდგომი კომუნიკაციის დაგეგმვა და შედეგების მონიტორინგი;
  • არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის განვითარება და განმეორებითი თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოვლენა.

მოთხოვნები

  • B2B გაყიდვების, კორპორატიულ კლიენტებთან კომუნიკაციის ან ბიზნესის განვითარების მიმართულებით გამოცდილება;
  • ახალი კლიენტების დამოუკიდებლად მოძიებისა და ცივი ზარების განხორციელების უნარი;
  • გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია ქართულ ენაზე;
  • მოლაპარაკების წარმართვის, მომსახურების ღირებულების ეფექტიანად წარდგენისა და გარიგების დახურვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კეთილსინდისიერება და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ციფრული სამუშაო ინსტრუმენტების გამოყენების უნარი.

უპირატესობად ჩაითვლება საგანმანათლებლო სექტორთან, კერძო სკოლებთან, საბავშვო ბაღებთან ან კორპორატიულ ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება და არსებული პროფესიული კონტაქტები.

სამუშაო პირობები და ანაზღაურება

  • სრულად დისტანციური მუშაობის შესაძლებლობა;
  • არასრული სამუშაო დატვირთვა და მოქნილი გრაფიკი;
  • შედეგებზე დაფუძნებული, მაღალი საკომისიო ანაზღაურება;
  • შემოთავაზებული საკომისიო: 20% ახალი კლიენტის პირველი ტრენინგის რეალურად მიღებული შემოსავლიდან;
  • ფიქსირებული ხელფასი არ არის გათვალისწინებული; ანაზღაურების გამოთვლისა და გადახდის დეტალები განისაზღვრება წერილობითი შეთანხმებით;
  • კომპანიის განვითარებაში აქტიური მონაწილეობისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
  • კომპანიის წილობრივ პარტნიორობაზე (Equity Partnership) გადასვლის შესაძლებლობა.

როგორ გამოგვეხმაუროთ:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) და მოკლე სამოტივაციო ტექსტი:

წერილის სათაური: B2B გაყიდვების მენეჯერი — First Aid SkillHub

კომპანიის შესახებ: https://firstaidskillhub.ge

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post