Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

2QHYGJ03 Posted 10 Nov Views: 5

მმართველობითი საბჭოს კორპორაციული მდივანი

Negotiable Apply by 20 Nov
Sign in and apply

სსიპ "საქართველოს საპენსიო ფონდი" აცხადებს კონკურსს მმართველობითი საბჭოს კორპორაციული მდივნის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი საქართველო სამუშაო განაკვეთი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • 5 წლის პროფესიული გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა C1 დონეზე;
  • Microsoft Word, Excel და PowerPoint-ის ცოდნა.

სხვა მოთხოვნები

  • კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა.
  • სწრაფი და ეფექტური რეაგირება დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას.
  • სხვადასხვა საკითხებზე მოკლევადიან რეჟიმში ერთდროული მუშაობის უნარი.
  • დადებითი და მოტივირებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.

ფუნქცია-მოვალეობები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:

  • მმართველობითი საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა;
  • საბჭოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
  • საბჭოს სხდომის ოქმების და სხვა საჭირო დოკუმენტაციის წარმოება;
  • საბჭოსათვის სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
  • საბჭოს სხდომების დაგეგმვა, ორგანიზება და დღის წესრიგის მომზადების პროცესის კოორდინაცია;
  • საბჭოს წევრებისთვის საჭირო დოკუმენტაციისა და მასალების დროულად მიწოდების უზრუნველყოფა;
  • საბჭოს გადაწყვეტილებების აღრიცხვისა და მათი შესრულების მონიტორინგის პროცესის ორგანიზება;
  • კანონმდებლობით, ორგანიზაციის შიდა სამართლებრივი აქტებითა და უფლებამოსილების ფარგლებში დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა აღნიშნული განცხადების გამოქვეყნებიდან 10 დღის განმავლობაში უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე. საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

საქართველოს საპენსიო ფონდი კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც საპენსიო ფონდის მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. საპენსიო ფონდის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, საპენსიო ფონდისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულება. შემდგომ ეტაპებზე, შესაძლოა, დამატებით მოგეთხოვოთ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა (მაგალითად, დიპლომის, სერტიფიკატის). დასაქმების პროცესში მოპოვებულ ინფორმაციას საპენსიო ფონდი არ გადასცემს მესამე პირებს.

თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ ისინი შეიძლება დაარქივდეს საპენსიო ფონდის საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად. თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ანდა იხილოთ საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა ვებგვერდზე https://www.pensions.ge/ka/ ან/და მიმართოთ საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ამავე პოლიტიკაში მითითებულ მისამართზე.

ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post