Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

329JMGCX Posted 18 Nov Views: 3

სასტუმრო ბარ/რესტორანი მენეჯერი

Mountainsky Goderdzi external listing
Negotiable Sign in and apply

Posted 18 Nov (Days left: 13) Apply by 1 Dec

Mountainsky Goderdzi აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე : სასტუმრო ბარ/რესტორანი მენეჯერი

ჩვენი გუნდი ეძებს გამოცდილ, ორგანიზებულ, პასუხისმგებლიან და კრეატიულ მენეჯერს, რომელიც შეძლებს სასტუმროს, ბარისა და რესტორნის ყოველდღიური ოპერაციების ეფექტურად მართვას და მენეჯმენტთან მჭიდრო თანამშრომლობას.

ვეძებთ ადამიანს, რომელსაც აქვს მართვის გამოცდილება, საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა და სტატისტიკური მონაცემების მართვისა და ანალიზის უნარი.

ძირითადი მოვალეობები

  • სასტუმროს, ბარისა და რესტორნის ყოველდღიური ოპერაციების კოორდინაცია და კონტროლი;
  • მომსახურების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი და მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა;
  • თანამშრომლების მუშაობის ორგანიზება და პროცესების ეფექტური მართვა;
  • მიღება-ჩაბარების პროცესების კონტროლი და შესაბამისი დოკუმენტაციის მოწესრიგება;
  • სტატისტიკური მონაცემების, ანგარიშებისა და საოპერაციო ინფორმაციის მართვა და ანალიზი;
  • მენეჯმენტთან სწორი, დროული და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
  • ღონისძიებების დაგეგმვა გუნდთან ერთად და მათი ორგანიზების პროცესში აქტიური მონაწილეობა;
  • სასტუმროს, ბარისა და რესტორნის მიმართულებების ერთმანეთთან კოორდინაცია;
  • საჭიროების შემთხვევაში სოციალური მედიის მართვაში ჩართულობა და კონტენტის მიმართულების კოორდინაცია;
  • მომსახურების გაუმჯობესებისთვის ახალი იდეების, შეთავაზებებისა და ინიციატივების შემუშავება;
  • არსებული პროცესების გაუმჯობესებაზე და ბიზნესის განვითარებაზე მუდმივი მუშაობა;
  • მენეჯმენტის მიერ დასახული მიზნებისა და ინტერესების გათვალისწინებით, მათი ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფა.

თქვენგან ველით

  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას;
  • საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის, კარგ ცოდნას;
  • სტატისტიკური მონაცემების მართვისა და ანალიზის უნარს;
  • ძლიერ ორგანიზაციულ და კომუნიკაციის უნარებს;
  • გუნდთან მუშაობისა და გუნდის მართვის გამოცდილებას;
  • პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას და დეტალებზე ორიენტირებულობას;
  • კრეატიულ აზროვნებას და ახალი იდეების შეთავაზების უნარს;
  • სწრაფად გადაწყვეტილებების მიღებისა და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარს;
  • მაღალი სტანდარტების მქონე გარემოში მუშაობის სურვილს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

  • ვეძებთ ადამიანს, რომელიც მხოლოდ დავალებების შემსრულებელი არ იქნება — ჩვენთვის მნიშვნელოვანია მენეჯერი, რომელიც მენეჯმენტთან ერთად ჩაერთვება პროცესებში, შესთავაზებს ახალ იდეებს, დაინახავს პრობლემებს წინასწარ და იზრუნებს მათ მოგვარებაზე.

თქვენი როლი იქნება მენეჯმენტსა და გუნდს შორის ძლიერი დამაკავშირებელი რგოლი, რომელიც ერთდროულად იზრუნებს როგორც მომსახურების ხარისხზე, ისე სასტუმროს, ბარისა და რესტორნის საერთო განვითარებაზე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე. Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post