Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

C0ESTRP7 Posted 12 Nov Views: 3

მთავარი შეფ-კონდიტერი

ფემილი რითეილი

ფემილი რითეილი

₾3000–6000 / month Apply by 5 Dec
Sign in and apply

„Family Food“ წარმოადგენს იმერეთის რეგიონში წამყვან კომპანიას კვების ინდუსტრიაში. ჩვენ ფლობთ თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ევროპული სტანდარტებით აღჭურვილ, 3000 კვ.მ-ზე მეტი მასშტაბის საწარმოს, სადაც ყოველდღიურად იქმნება მაღალი ხარისხის მზა საკვები და საკონდიტრო პროდუქცია. კომპანია „Family Food“ ეძებს მაღალი კვალიფიკაციისა და მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე მთავარ შეფ-კონდიტერს, რომელიც უზრუნველყოფს საკონდიტრო მიმართულების პროფესიულ და ტექნოლოგიურ განვითარებას.

ჩვენთვის პრიორიტეტული და მთავარი მოთხოვნაა ტრადიციული და კლასიკური საკონდიტრო ტექნოლოგიების სრულყოფილი ცოდნა, ასევე შემოქმედებითი მიდგომები თანამედროვე ტენდეციების მიმართ, პრიორიტეტად ჩაითვლება ფრანგული საკონდიტრო ხაზისა და ახალი ტექნოლოგიების პრაქტიკული ფლობა.

ძირითადი მოვალეობები

  • ტრადიციული, კლასიკური და თანამედროვე საკონდიტრო ნაწარმის რეცეპტურების შემუშავება, სრულყოფა და დანერგვა;
  • ტორტების, ნამცხვრების, კრემების, მუსების, დესერტებისა და სხვა საკონდიტრო ნაწარმის ასორტიმენტის განვითარება;
  • მშრალი საკონდიტრო ნაწარმის (ორცხობილები, კრეკერები და სხვა) ახალი სახეობების შექმნა და წარმოების ტექნოლოგიების შემუშავება;
  • თანამედროვე საკონდიტრო ტექნოლოგიების პრაქტიკაში დანერგვა;
  • ტექნოლოგიური ბარათების შედგენა, რეცეპტურების სტანდარტიზაცია და
  • ნედლეულის სწორად შერჩევისა და გამოყენების ტექნოლოგიური რეკომენდაციების შემუშავება;
  • მზა პროდუქციის გემოს, ტექსტურის, ვიზუალური მხარისა და ხარისხის სტანდარტების შემუშავება და მათი დაცვის კონტროლი;
  • არსებული ასორტიმენტის პერიოდული შეფასება და ახალი პროდუქტებით განახლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • საკონდიტრო მიმართულებით მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება;
  • შეფ-კონდიტერის ან წამყვანი საკონდიტრო სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კლასიკური და თანამედროვე საკონდიტრო ტექნოლოგიების სიღრმისეული ცოდნა და პრაქტიკული გამოყენების უნარი;
  • ტორტების, ნამცხვრების, დესერტებისა და მშრალი საკონდიტრო ნაწარმის დამზადების ტექნოლოგიების ცოდნა;
  • ახალი პროდუქტების დამოუკიდებლად შექმნისა და რეცეპტურების შემუშავების გამოცდილება;
  • ტექნოლოგიური ბარათების შედგენის, რეცეპტურების სტანდარტიზაციისა და
  • მასშტაბური საკონდიტრო წარმოების სპეციფიკის ცოდნა;
  • პროფესიული ცოდნის გაზიარებისა და თანამშრომლების პრაქტიკული სწავლების უნარი.

უპირატესობად ჩაითვლება

  • ფრანგული საკონდიტრო მიმართულების სიღრმისეული ცოდნა;
  • თანამედროვე საკონდიტრო ტექნიკებისა და ინოვაციური ნედლეულის გამოყენების გამოცდილება;
  • ცენტრალიზებულ ან ქსელურ საკონდიტრო წარმოებაში მუშაობის გამოცდილება;
  • პროფესიული პორტფოლიო და საერთაშორისო გამოცდილება.

ანაზღაურება და სამუშაო პირობები

  • ანაზღაურება: 3 000–6 000 ლარი (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად);
  • თანამშრომლობის ფორმატი: სრული განაკვეთი (მუდმივი პოზიცია)
  • სამუშაო ადგილი: ქუთაისი, ნიკეას ქუჩა N21ი

განაცხადის მიღების წესი დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მეილზე და პროფესიული ნამუშევრების პორტფოლიო.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post