Partner

Free ads across all of Georgia.

Open classified.ge
← All vacancies

386F00TP Posted 9 Nov Views: 0

ფინანსური მენეჯერი

IndigoCars external listing
₾4000–5000 / month +69% vs the usual · usual 2,665 ₾ · 33 ads Apply by 10 Dec
Sign in and apply
Insurance · in the ad

Indigo Cars საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანიაა, რომელიც 10-წლიანი გამოცდილებით უზრუნველყოფს ავტომობილების აშშ-ში შეძენასა და ტრანსპორტირებას საქართველოში, ევროპასა და აზიაში.

Indigo Cars წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ პარტნიორს და მომხმარებელს სთავაზობს სანდო, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას. ჩვენი გუნდი აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ავტომობილის შერჩევის, შეძენისა და მიწოდების სრულ პროცესს მართავენ. კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს აშშ-ში, ნიუ ჯერსიში, ხოლო რეგიონალური ოფისები ფუნქციონირებს თბილისში, გორში, მარნეულში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში. Indigo Cars მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული - ვნერგავთ მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებულ ინოვაციურ მომსახურების სერვისებს და ვქმნით ახალ სამუშაო ადგილებს.

კომპანია "Indigo Cars" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

განაკვეთი: სრული;
 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00;
 ანაზღაურება: 4 000-5 000 ლარი (ხელზე ასაღები).

ვეძებთ გამოცდილ, პასუხისმგებლობიან და ანალიტიკური აზროვნების მქონე ფინანსისტს, რომელიც უშუალოდ იქნება ჩართული კომპანიის ყოველდღიურ ფინანსურ საქმიანობაში და ხელს შეუწყობს ფინანსური პროცესების ეფექტიან მართვას.

ძირითადი მოვალეობები

  • კომპანიის ყოველდღიური ფინანსური პროცესების მონიტორინგი და კონტროლი;
  • ფულადი ნაკადების (Cash Flow) დაგეგმვა და კონტროლი;
  • ბიუჯეტების მომზადება და მათი შესრულების ანალიზი;
  • ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგების მომზადება;
  • შემოსავლების, ხარჯებისა და მომგებიანობის ანალიზი;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების მონიტორინგი;
  • საბანკო ანგარიშსწორებებისა და ფინანსური მონაცემების კონტროლი;
  • ბუღალტერიასთან თანამშრომლობა და ფინანსური პროცესების გაუმჯობესებაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან შესაბამისი მიმართულებით;
  • ფინანსურ სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება;
  • ფინანსური ანალიზის, ბიუჯეტირებისა და ანგარიშგების ცოდნა;
  • Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ გამოცდილება ლოგისტიკის, ტრანსპორტირების, საერთაშორისო ვაჭრობის ან მსგავს სფეროებში.

პიროვნული უნარები

  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი;
  • სამუშაო პროცესებში პრაქტიკული ჩართულობა.

პიროვნული მახასიათებლები

  • კეთილგანწყობა/პოზიტიურობა;
  • ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • პასუხისმგებლობა, კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
  • ყურადღება დეტალების მიმართ.
  • სტრესულ გარემოში მუშაობისა და პრობლემების სწრაფად გადაწყვეტის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა,
  • ორგანიზებულობა,
  • გუნდური მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ

  • სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე.Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post