გაყიდვების კონსულტანტი
კომპანია "კაბა" არის ქართული დიზაინერული ბრენდი, რომელიც უკვე მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს ქართული მოდის ინდუსტრიაში. ბრენდს აქვს საკუთარი ტანსაცმლის საწარმო და მაღაზიების ქსელი თბილისსა და ბათუმში. მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის ტანისამოსსა და ექსკლუზიურ მომსახურებას.
გაყიდვების კონსულტანტი
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
- სარეალიზაციო სივრცის მოწესრიგება;
- პროდუქციის მიღება;
- პროდუქციის გაყიდვაზე მაქსიმალური ზრუნვა.
- ყოველ თვიურ აღწერებში მონაწილეობა
მოთხოვნები:
- კომუნიკაბელურობა;
- ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- გაყიდვებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
ჩვენ გთავაზობთ:
- ანაზღაურება - ფიქსირებული + ბონუსი;
- სამუშაო გრაფიკი - კვირაში 5 დღე, ცვლებში (6 საათიანი ცვლა დღის მანძილზე)
- დასვენების დღეები - კვირაში 2 დღე;
თუ თქვენ მოგწონთ მოდა და მომსახურების სფერო, ეს არის თქვენთვის შესანიშნავი შესაძლებლობა
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
- მაღალი ანაზღაურება;
- -40% კორპორაციული ფასდაკლება;
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- ჯანსაღი სამუშაო გარემო;
- იდეების წახალისება;
ვაკანსია გამოცხადებულია ბათუმის ფილიალისთვის.
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება და ფილიალი: გაყიდვების კონსულტანტი - ბათუმი.
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.