საწყობის თანამშრომელი
შპს "პისიშოპ.ჯი" კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკის ქსელია. კომპანია 2005 წელს დაარსდა. დღესდღეობით კომპანიაში წარმოდგენილია პრემიუმ ბრენდების კომპიუტერული ტექნიკის ელექტრონიკის ყველაზე დიდი ასორტიმენტი. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://pcshop.ge/
კომპანია "პისიშოპ.ჯი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 16ა სამუშაო განაკვეთი: სრული (5 სამუშო დღე) 10:00-დან 19:00-მდე.
სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:
- საწყობში შემოსული პროდუქციის აღრიცხვა და დასაწყობება;
- პროდუქციის მითვლა, გაცემა, ზედნადების შედარება, დოკუმენტაციასთან მუშაობა;
- წუნდებული პროდუქციის აღრიცხვა;
- მაღაზიის სასაქონლო მარაგების პერიოდული აღწერა;
- ნაშთების კონტროლი და რეპორტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: გამოცდილება არ არის სავალდებულო
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა;
- კომუნიკაბელურობა;
- ენერგიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- პუნქტუალურობა;
- პრეზენტაბელურობა;
- მოტივირებულობა;
- თვითშესწავლის უნარი;
- სიახლეების ძიების სურვილი და თვითგანვითარებაზე ზრუნვა.
ჩვენ გთავაზობთ:
- მაღალი სტანდარტების მქონე კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას
- ფიქსირებულ ანაზღაურებას: 1000 ლარი + კვარტალური ბონუსი
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- სწავლას და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
- Fitpass-ში ჩართვა სურვილის შემთხვევაში
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს "პისიშოპ.ჯი-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 1 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
გისურვებთ წარმატებას!
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.