კონსულტანტი
შპს "Minty market" — თანამედროვე სუპერმარკეტების ქსელი, რომელიც აქტიურად იზრდება ქართულ ბაზარზე. გუნდის გაფართოების მიზნით ვეძებთ კონსულტანტებს.
გსურს გახდე მზარდი კომპანიის გუნდის წევრი, შეიძინო ახალი გამოცდილება და განვითარდე პროფესიულად? მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა!
ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც არიან
- კომუნიკაბელურები და მეგობრულები;
- პასუხისმგებლიანები და მოწესრიგებულები;
- ენერგიულები და მოტივირებულები;
- მომხმარებელზე ორიენტირებულები.
გამოცდილება აუცილებელი არ არის, განვიხილავთ დამწყებ კანდიდატებსაც. მთავარია, გქონდეს სწავლისა და განვითარების სურვილი!
ძირითადი მოვალეობები
- მომხმარებლების თავაზიანი და ხარისხიანი მომსახურება;
- მომხმარებლის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
- პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
- პროდუქციის ვადების კონტროლი;
- გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა;
- სალარო ოპერაციების შესრულება.
სარგებელი
- კონკურენტული ანაზღაურების პაკეტი;
- ტრენინგი და მენტორობა გამოცდილი მენეჯერებისგან;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა თანადაფინანსებით.
სამუშაო პირობები
- სამუშაო გრაფიკი: 2 დღე მუშაობა / 2 დღე დასვენება;
- პირველი ცვლა: 09:00-18:00;
- მეორე ცვლა: 18:00-02:00 (მეორე ცვლაში ტრანსპორტირება ანაზღაურებულია).
ანაზღაურება: 15 სმენაში პირველი 3 თვე — 900 ლარი, 3 თვის შემდეგ — 1100 ლარი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე CV მეილზე ან დამიკავშირდით ნომერზე.