მძღოლი
კომპანია "გლობალტესტი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლობიან, პუნქტუალურ და გამოცდილ მძღოლს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის მენეჯმენტისა და თანამშრომლების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას კომპანიის კუთვნილი ავტომობილით.
სამუშაო პირობები
- სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი;
- სამუშაო საათები: 08:00-17:00;
- სამუშაო ადგილი: თბილისი;
- სამსახურებრივი ავტომობილი: უზრუნველყოფს კომპანია;
- პირადი ავტომობილი: გამოიყენება მხოლოდ თანამშრომლის სახლიდან სამსახურში და უკან გადაადგილებისთვის;
- ანაზღაურება: შეთანხმებით.
ძირითადი მოვალეობები
- კომპანიის მენეჯმენტისა და თანამშრომლების ტრანსპორტირება სამუშაო საჭიროებების შესაბამისად;
- მგზავრების უსაფრთხო და დროული გადაადგილების უზრუნველყოფა;
- დაგეგმილი მარშრუტებისა და სამუშაო განრიგის დაცვა;
- კომპანიის ავტომობილის სისუფთავისა და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
- ავტომობილის ტექნიკური მომსახურების საჭიროების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი პირის ინფორმირება;
- ავტომობილის საწვავით მომარაგება და საწვავის ხარჯვის აღრიცხვის უზრუნველყოფა;
- საგზაო მოძრაობის წესებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- B კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა;
- კომპანიაში პირად მძღოლად მუშაობის გამოცდილება — სავალდებულოა;
- როგორც მექანიკური, ისე ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილების მართვის უნარი;
- საკუთარი ავტომობილის ქონა — სავალდებულოა (სახლიდან სამსახურში და სამსახურიდან სახლში გადაადგილებისთვის, პირადი ავტომობილის გამოყენება კორპორაციული საჭიროებებისამებრ არ მოხდება);
- თბილისის ქუჩებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის კარგი ცოდნა;
- საგზაო მოძრაობის წესების საფუძვლიანი ცოდნა;
- ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის შეფასების საბაზისო ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები
- მაღალი პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა;
- თავაზიანობა და კომუნიკაციის კარგი უნარი;
- კონფიდენციალურობის დაცვა და პროფესიული ეთიკა;
- მოწესრიგებულობა და ყურადღებიანობა;
- სტრესულ სიტუაციებში სიმშვიდის შენარჩუნება;
- სანდოობა და დისციპლინირებულობა.
განაცხადის გაგზავნა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე, წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: "მძღოლი".