Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

44TGFFPR Posted 18 Nov Views: 3

მძღოლი

Negotiable Sign in and apply

Posted 18 Nov (Days left: 30) Apply by 18 Dec

კომპანია "გლობალტესტი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

ვეძებთ პასუხისმგებლობიან, პუნქტუალურ და გამოცდილ მძღოლს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის მენეჯმენტისა და თანამშრომლების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას კომპანიის კუთვნილი ავტომობილით.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი;
  • სამუშაო საათები: 08:00-17:00;
  • სამუშაო ადგილი: თბილისი;
  • სამსახურებრივი ავტომობილი: უზრუნველყოფს კომპანია;
  • პირადი ავტომობილი: გამოიყენება მხოლოდ თანამშრომლის სახლიდან სამსახურში და უკან გადაადგილებისთვის;
  • ანაზღაურება: შეთანხმებით.

ძირითადი მოვალეობები

  • კომპანიის მენეჯმენტისა და თანამშრომლების ტრანსპორტირება სამუშაო საჭიროებების შესაბამისად;
  • მგზავრების უსაფრთხო და დროული გადაადგილების უზრუნველყოფა;
  • დაგეგმილი მარშრუტებისა და სამუშაო განრიგის დაცვა;
  • კომპანიის ავტომობილის სისუფთავისა და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
  • ავტომობილის ტექნიკური მომსახურების საჭიროების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი პირის ინფორმირება;
  • ავტომობილის საწვავით მომარაგება და საწვავის ხარჯვის აღრიცხვის უზრუნველყოფა;
  • საგზაო მოძრაობის წესებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • B კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა;
  • კომპანიაში პირად მძღოლად მუშაობის გამოცდილება — სავალდებულოა;
  • როგორც მექანიკური, ისე ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილების მართვის უნარი;
  • საკუთარი ავტომობილის ქონა — სავალდებულოა (სახლიდან სამსახურში და სამსახურიდან სახლში გადაადგილებისთვის, პირადი ავტომობილის გამოყენება კორპორაციული საჭიროებებისამებრ არ მოხდება);
  • თბილისის ქუჩებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის კარგი ცოდნა;
  • საგზაო მოძრაობის წესების საფუძვლიანი ცოდნა;
  • ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის შეფასების საბაზისო ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები

  • მაღალი პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა;
  • თავაზიანობა და კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • კონფიდენციალურობის დაცვა და პროფესიული ეთიკა;
  • მოწესრიგებულობა და ყურადღებიანობა;
  • სტრესულ სიტუაციებში სიმშვიდის შენარჩუნება;
  • სანდოობა და დისციპლინირებულობა.

განაცხადის გაგზავნა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე, წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: "მძღოლი".

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post