პროექტის ასისტენტი
"გრადა" ეძებს მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტის ასისტენტს, რომელიც ჩაერთვება სამშენებლო პროექტების მართვის პროცესში და მიიღებს პრაქტიკულ გამოცდილებას ჩვენს გუნდთან ერთად.
დასაქმების ტიპი: ანაზღაურებადი სტაჟირება (სრული განაკვეთი) დასაქმების პერსპექტივით ხანგრძლივობა: 6 თვე სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 (შაბათ-კვირას დასვენება)
ძირითადი პასუხისმგებლობები:
სამშენებლო პროექტის დაგეგმვა და შესრულება
- პროექტის შინაარსის, მისაღები შედეგებისა და პროექტის აქტივობებს შორის არსებული დამოკიდებულებების განსაზღვრასა და დოკუმენტირებაში მონაწილეობა.
- პროექტის გრაფიკების შემუშავებაში, წარმოებასა და მონიტორინგში, მათ შორის კრიტიკული გზის იდენტიფიცირებასა და მართვაში მონაწილეობა.
- პროექტის წარმატებით განხორციელების უზრუნველსაყოფად დეტალური სამოქმედო გეგმების, საკვანძო ეტაპებისა და ვადების განსაზღვრაში მონაწილეობა.
რესურსებისა და ბიუჯეტის მართვა
- პროექტის რესურსების, მათ შორის ფინანსური, ადამიანური და ტექნიკური რესურსების დაგეგმვაში, განაწილებასა და მონიტორინგში მონაწილეობა.
- პროექტის ბიუჯეტების კონტროლში, ხარჯების ცვლილებების მართვაში, ზუსტი ფინანსური ანგარიშგებისა და ბიუჯეტის კონტროლში მონაწილეობა.
ხარისხისა და რისკების მართვა
- პროექტის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში ხარისხის სტანდარტების დადგენაში, დანერგვასა და შენარჩუნებაში მონაწილეობა.
- პროექტის შესრულების მონიტორინგში, საბაზისო გეგმიდან გადახრების იდენტიფიცირებასა და მაკორექტირებელი ქმედებების განხორციელებაში მონაწილეობა.
- პროექტის რისკების იდენტიფიცირებაში, შეფასებასა და მართვაში, პროექტზე მათი უარყოფითი გავლენის შესამცირებლად შემარბილებელი სტრატეგიების შემუშავებაში მონაწილეობა.
- მიმდინარე და დასრულებულ პროექტებში დაფიქსირებული ხარვეზების იდენტიფიცირება, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება, შეფასება და შემდგომი გამოსასწორებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.
განათლება
- ბაკალავრის ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი სამშენებლო მენეჯმენტის, სამოქალაქო ინჟინერიის, არქიტექტურის ან სხვა რელევანტური მიმართულებით.
ენები
- ქართული — მშობლიური (C2).
- ინგლისური — საშუალოზე მაღალი (B2) ან უფრო მაღალი დონე.
საჭირო უნარები და კომპეტენციები:
ტექნიკური უნარები: პროექტების მართვის პროგრამების (როგორიცაა Excel, Microsoft Project და AutoCAD) მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
ძირითადი კომპეტენციები
- კომუნიკაციისა და დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობის მართვის უნარები.
- ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი.
- სტრესულ გარემოში ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
- ძლიერი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები.
- დეტალებისადმი მაღალი ყურადღება და ხარისხზე ორიენტირებულობა.
- პროაქტიულობა, შედეგზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლიანობა.