← All vacancies

487YN4FV Posted 17 Nov Views: 0

პროექტის ასისტენტი

გრადა external listing
Negotiable Sign in and apply

Posted 17 Nov (Days left: 30) Apply by 17 Dec

"გრადა" ეძებს მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტის ასისტენტს, რომელიც ჩაერთვება სამშენებლო პროექტების მართვის პროცესში და მიიღებს პრაქტიკულ გამოცდილებას ჩვენს გუნდთან ერთად.

დასაქმების ტიპი: ანაზღაურებადი სტაჟირება (სრული განაკვეთი) დასაქმების პერსპექტივით ხანგრძლივობა: 6 თვე სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 (შაბათ-კვირას დასვენება)

ძირითადი პასუხისმგებლობები:

სამშენებლო პროექტის დაგეგმვა და შესრულება

  • პროექტის შინაარსის, მისაღები შედეგებისა და პროექტის აქტივობებს შორის არსებული დამოკიდებულებების განსაზღვრასა და დოკუმენტირებაში მონაწილეობა.
  • პროექტის გრაფიკების შემუშავებაში, წარმოებასა და მონიტორინგში, მათ შორის კრიტიკული გზის იდენტიფიცირებასა და მართვაში მონაწილეობა.
  • პროექტის წარმატებით განხორციელების უზრუნველსაყოფად დეტალური სამოქმედო გეგმების, საკვანძო ეტაპებისა და ვადების განსაზღვრაში მონაწილეობა.

რესურსებისა და ბიუჯეტის მართვა

  • პროექტის რესურსების, მათ შორის ფინანსური, ადამიანური და ტექნიკური რესურსების დაგეგმვაში, განაწილებასა და მონიტორინგში მონაწილეობა.
  • პროექტის ბიუჯეტების კონტროლში, ხარჯების ცვლილებების მართვაში, ზუსტი ფინანსური ანგარიშგებისა და ბიუჯეტის კონტროლში მონაწილეობა.

ხარისხისა და რისკების მართვა

  • პროექტის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში ხარისხის სტანდარტების დადგენაში, დანერგვასა და შენარჩუნებაში მონაწილეობა.
  • პროექტის შესრულების მონიტორინგში, საბაზისო გეგმიდან გადახრების იდენტიფიცირებასა და მაკორექტირებელი ქმედებების განხორციელებაში მონაწილეობა.
  • პროექტის რისკების იდენტიფიცირებაში, შეფასებასა და მართვაში, პროექტზე მათი უარყოფითი გავლენის შესამცირებლად შემარბილებელი სტრატეგიების შემუშავებაში მონაწილეობა.
  • მიმდინარე და დასრულებულ პროექტებში დაფიქსირებული ხარვეზების იდენტიფიცირება, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება, შეფასება და შემდგომი გამოსასწორებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.

განათლება

  • ბაკალავრის ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი სამშენებლო მენეჯმენტის, სამოქალაქო ინჟინერიის, არქიტექტურის ან სხვა რელევანტური მიმართულებით.

ენები

  • ქართული — მშობლიური (C2).
  • ინგლისური — საშუალოზე მაღალი (B2) ან უფრო მაღალი დონე.

საჭირო უნარები და კომპეტენციები:

ტექნიკური უნარები: პროექტების მართვის პროგრამების (როგორიცაა Excel, Microsoft Project და AutoCAD) მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

ძირითადი კომპეტენციები

  • კომუნიკაციისა და დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობის მართვის უნარები.
  • ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი.
  • სტრესულ გარემოში ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
  • ძლიერი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები.
  • დეტალებისადმი მაღალი ყურადღება და ხარისხზე ორიენტირებულობა.
  • პროაქტიულობა, შედეგზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლიანობა.
Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post