Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

4DKYREE2 Posted 9 Nov Views: 0

ავტომექანიკოსი

PepsiCo external listing
Negotiable Apply by 11 Dec
Sign in and apply
Insurance · in the ad

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან — "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან — "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან — "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან — "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს ავტომექანიკოსის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები

  • კომპანიის ავტოტრანსპორტის ტექნიკური წუნის გამოვლენა;
  • სატრანსპორტო საშუალების კომპლექსური შეკეთების განხორციელება;
  • მარშრუტებზე ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
  • ავტოპარკის ტერიტორიაზე პარკინგის მოწესრიგება;
  • ხელმძღვანელობის ინფორმირება სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურად გამართვაზე.

კანდიდატის პროფილი

  • განათლება - საშუალო ტექნიკური;
  • პრაქტიკული გამოცდილება ა/მანქანის ტექნიკურ შეკეთება-მომსახურებაში;
  • მართვის მოწმობა - C კატეგორია;
  • პასუხისმგებლიანი;
  • კომუნიკაბელური.

რას გთავაზობთ?

  • საერთაშორისო კომპანიაში გამოცდილების მიღებისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • კონკურენტული ანაზღაურებისა და ბენეფიტების პაკეტი:
  • ყოველწლიურად მზარდი ანაზღაურება;
  • სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • 50%-იანი თანადაფინანსება შერჩეულ ბენეფიტზე;
  • კეთილდღეობისა და work-life balance მხარდამჭერი პროგრამები;
  • ტრანსპორტირება (მ/ს ისანი, მ/ს ტექნიკური უნივერსიტეტი);
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ფონიჭალა.

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე 10 დეკემბრამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post