ტენდერებისა და ანგარიშგების განყოფილების მთავარი სპეციალისტი
"თბილისის სატრანსპორტო კომპანია" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სამსახურის ტენდერებისა და ანგარიშგების განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი; სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 სამუშაო დღე ანაზღაურება: დარიცხული - 3 000 (სამი ათასი) ლარი;
თანამდებობრივი ფუნქცია/მოვალეობები:
მთავარი სპეციალისტი
- დავალების შესაბამისად უზრუნველყოფს საქონლის, მომსახურების შესყიდვის პროცედურების (ელექტრონული ტენდერი, გამარტივებული შესყიდვა) წარმართვას:
სტრუქტურული ერთეულის მოთხოვნისა და ბაზრის კვლევის და დაგეგმვის განყოფილების მიერ სპეციალური ფორმით მომზადებული ანალიზის საფუძველზე უზრუნველყოფს სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის მომზადებას და სატენდერო/საკონკურსო კომისისთვის წარდგენას;
- უზრუნველყოფს შესყიდვასთან დაკავშირებული ხელშეკრულების/შეთანხმებების პროექტების შედგენას და აპარატის წევრ, იურიდიული სამსახურის თანამშრომელთან შეთანხმების მიზნით განყოფილების უფროსისათვის წარდგენას, ხოლო შეთანხმებული ასატვირთი პროექტის სატენდერო/საკონკურსო კომისიისათვის წარდგენას;
- განიხილავს პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილ წინადადებებს, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი განხილვის ან/და დასკვნის წარმოდგენის მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ჩართვას და განხილვის შედეგებს, აპარატის წევრ, იურიდიული სამსახურის თანამშრომელთან შეთანხმების მიზნით წარუდგენს განყოფილების უფროსს, ხოლო შეთანხმების შემდეგ სატენდერო/საკონკურსო კომისიას;
- კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, უზრუნველყოფს პრეტენდენტებთან გასაგზავნი წერილის პროექტის მომზადებას;
- უზრუნველყოფს შესყიდვის პროცედურებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (სატენდერო დოკუმენტაციის, კომისიის გადაწყვეტილებების (ოქმების), ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის/არსებობის შესახებ ხელწერილების, ხელშეკრულების პროქტების, გაფორმებული ხელშეკრულების, ასევე, ხელშეკრულებაში ცვლილების შეთანხმებების ატვირთვას კანონმდებლობით განსაზღვრულ, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონული სისტემაში;
- კანონმდებლობით განსაზღვრულ, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემაში აფიქსირებს შესყიდვის პროცესის მიმდინარეობის სტატუსს;
აკონტროლებს ხელშეკრულების სათანადო წესით გაფორმებას (ხელშეკრულებაზე უფლებამოსილ პირთა ხელმოწერას);
- ახორციელებს კომპანიაში დანერგილ ელექტრონულ კომპლექსურ სააღრიცხვო პროგრამში (C1 ან სხვა) შესყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის ასახვას და ინსპექტირების ჯგუფის წევრებისათვის ასლების მიწოდებას;
- სატენდერო/საკონკურსო კომისიაზე ან დირექტორატზე საკითხის განხილვის მიზნით, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან, კურატორ დირექტორთან და იურიდიულ სამსახურთან კონსულტაციის საფუძველზე, შეიმუშავებს რეკომენდაციებს ხელშეკრულების შესრულების/მოქმედების ვადის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.
- უზრუნველყოფს განყოფილების უფროსის მიერ მიწოდებულ შესყიდვის ხელშეკრულებების დადგენილ ვადებში სათანადო წესით გაფორმებას (ხელშეკრულებაზე უფლებამოსილ პირთა ხელმოწერას);
- განყოფილების უფროსის დავალებით განიხილავს განყოფილებაში შემოსულ კორესპონდენციას, ამზადებს წერილების პროექტებს;
- ასრულებს შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი პირის, სატენდერო/საკონკურსო კომისიის ცალკეულ დავალებებს და მითითებებს.
საკონკურსო თემატიკა
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს კანონი "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ";
- საქართველოს კანონი "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ";
- საქართველოს კანონი "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ";
- შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონი საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებისა და კანონის მარეგულირებელი ნორმების ნაწილში;
- "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანება;
- "გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე" სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანება;
- შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ" სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება;
- "კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანება;
- "ცენტრალური შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2026 წლის 29 მაისის №237 დადგენილება;
- "ცენტრალური შესყიდვის განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2026 წლის 29 მაისის №239 დადგენილება;
- "კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის №14 ბრძანება;
- "სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ" სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის №15 ბრძანება;
- "საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2026 წლის 17 სექტემბრის №449 დადგენილება".
მოთხოვნები
- მინიმალური განათლება - ბაკალავრი
- სამუშაო გამოცდილება - 2 წელი
კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები
- პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
- Microsoft Office Word კარგი
- Microsoft Office Excel კარგი
- Microsoft Office PowerPoint კარგი
დამატებითი მოთხოვნები
- განათლება: ეკონომიკა/ბიზნესი და ადმინისტრირება/სამართალი/სოციალურ და პლიტიკური მეცნიერებები, საჯარო მმართველობა
- სავალდებულო სამუშაო გამოცდილება: იურიდიულ ან/და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.
კომპეტენციები და უნარ-ჩვევები
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ცვლილებებისა და სიახლეების ინიციირების უნარი;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომპლექსური აზროვნება;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- საქმის დაგეგმვისა და ო