საწყობის სპეციალისტი
−27% vs the usual · usual 1,500 ₾ · 64 ads
Posted 20 Nov (Days left: 18) Apply by 9 Dec
კომპანია „მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისი“ (AMTS) არის საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სამედიცინო აპარატურისა და სახარჯი მასალების გაყიდვის სფეროში. კომპანია იწვევს ენერგიულ კადრებს საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე სამუშაოდ. ლოკაცია: თბილისი, დიდი დიღომი.
ძირითადი მოვალეობები
- საწყობში არსებული პროდუქციის ინვენტარიზაცია, დალაგება და პროდუქციისათვის შიდა კოდების მინიჭება კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით;
- შემოსული ტვირთების მიღება, დათვლა, დაწყობა;
- მომზადებული დოკუმენტაციის მიხედვით გასაგზავნი ტვირთების მომზადება და მძღოლ-ექსპედიტორებზე გადაცემა.
მოთხოვნები
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ენერგიულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა;
- ორგანიზებულობა.
ანაზღაურება გამოსაცდელი პერიოდის გავლის შემდეგ 1300 ლარი (გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში 900 ლარი). ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ჯანმრთელობის დაზღვევა + კომპანიაში არსებული სხვა ბენეფიტები (პრემიები, ბონუსები). სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 – 18:00. სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ ინფორმაცია თქვენს შესახებ ელექტრონულ მისამართზე. გთხოვთ სათაურში (subject-ში) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „საწყობის სპეციალისტი“.