საწყობის თანამშრომელი, დაცვის თანამშრომელი
"REDI HOME" აცხადებს ვაკანსიებს საწყობის თანამშრომლისა და დაცვის თანამშრომლის პოზიციებზე!
"REDI HOME" — 2013 წლიდან ბათუმში მოღვაწე თანამედროვე კომპანიაა, რომელიც ინტერიერისა და სამშენებლო მასალების მიმართულებით მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქციასა და თანამედროვე დიზაინერულ გადაწყვეტილებებს სთავაზობს.
ჩვენი პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს კერამიკულ ფილებს, კერამოგრანიტს, იატაკის საფარებს, სანტექნიკას, სააბაზანო ავეჯს, დეკორატიულ პანელებსა და ინტერიერისა თუ ექსტერიერის მოსაწყობად საჭირო მრავალფეროვან პროდუქციას.
"REDI HOME" განაგრძობს განვითარებასა და გაფართოებას! სწორედ ამიტომ, ვეძებთ მოტივირებულ, პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ თანამშრომლებს, რომლებიც ჩვენს პროფესიონალ გუნდს შემოუერთდებიან.
რას გთავაზობთ?
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
- მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- კვებით უზრუნველყოფას.
ვაკანსია №1 — საწყობის თანამშრომელი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- საწყობში პროდუქციის მიღება, გადამოწმება და განთავსება;
- პროდუქციის დატვირთვა-გადმოტვირთვის პროცესში მონაწილეობა;
- საწყობში არსებული პროდუქციის დახარისხება და ორგანიზებულად განლაგება;
- შეკვეთების შესაბამისად პროდუქციის მომზადება და გაცემა;
- სასაწყობე მარაგების აღრიცხვასა და ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
- საწყობში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა;
- პროდუქციის უსაფრთხოდ შენახვისა და გადაადგილების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სასურველი უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
- ფიზიკური დატვირთვით სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა;
- ორგანიზებულობა და დეტალების მიმართ ყურადღება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სასაწყობე საქმიანობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ვაკანსია №2 — დაცვის თანამშრომელი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- კომპანიის ტერიტორიისა და ობიექტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- ობიექტზე წესრიგისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი;
- ტერიტორიაზე შემომსვლელი და გამსვლელი პირებისა და სატრანსპორტო საშუალებების კონტროლი;
- კომპანიის ქონებისა და მატერიალური ფასეულობების დაცვა;
- საეჭვო ან საგანგებო სიტუაციებზე დროული რეაგირება;
- უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შესაძლო დარღვევების გამოვლენა და შესაბამისი პირების ინფორმირება;
- სამუშაო ტერიტორიაზე დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სასურველი უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღებიანობა;
- დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა;
- სტრესულ სიტუაციებში სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა;
- დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები
სამუშაო ადგილი: ბათუმი, სოხუმის ქ. №10
დაინტერესების შემთხვევაში
თუ გსურთ გახდეთ განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრი და საკუთარი პროფესიული შესაძლებლობები რეალიზოთ თანამედროვე სამუშაო გარემოში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიცია: "საწყობის თანამშრომელი" ან "დაცვის თანამშრომელი".
REDI HOME — ერთად ვქმნით უკეთეს გამოცდილებას!