Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

4ZR9KJ5J Posted 16 Nov Views: 0

საწყობის თანამშრომელი, დაცვის თანამშრომელი

Redi Home external listing
Negotiable Sign in and apply

Posted 16 Nov (Days left: 30) Apply by 16 Dec

"REDI HOME" აცხადებს ვაკანსიებს საწყობის თანამშრომლისა და დაცვის თანამშრომლის პოზიციებზე!

"REDI HOME" — 2013 წლიდან ბათუმში მოღვაწე თანამედროვე კომპანიაა, რომელიც ინტერიერისა და სამშენებლო მასალების მიმართულებით მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქციასა და თანამედროვე დიზაინერულ გადაწყვეტილებებს სთავაზობს.

ჩვენი პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს კერამიკულ ფილებს, კერამოგრანიტს, იატაკის საფარებს, სანტექნიკას, სააბაზანო ავეჯს, დეკორატიულ პანელებსა და ინტერიერისა თუ ექსტერიერის მოსაწყობად საჭირო მრავალფეროვან პროდუქციას.

"REDI HOME" განაგრძობს განვითარებასა და გაფართოებას! სწორედ ამიტომ, ვეძებთ მოტივირებულ, პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ თანამშრომლებს, რომლებიც ჩვენს პროფესიონალ გუნდს შემოუერთდებიან.

რას გთავაზობთ?

  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • კვებით უზრუნველყოფას.

ვაკანსია №1 — საწყობის თანამშრომელი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • საწყობში პროდუქციის მიღება, გადამოწმება და განთავსება;
  • პროდუქციის დატვირთვა-გადმოტვირთვის პროცესში მონაწილეობა;
  • საწყობში არსებული პროდუქციის დახარისხება და ორგანიზებულად განლაგება;
  • შეკვეთების შესაბამისად პროდუქციის მომზადება და გაცემა;
  • სასაწყობე მარაგების აღრიცხვასა და ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
  • საწყობში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა;
  • პროდუქციის უსაფრთხოდ შენახვისა და გადაადგილების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სასურველი უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
  • ფიზიკური დატვირთვით სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა;
  • ორგანიზებულობა და დეტალების მიმართ ყურადღება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სასაწყობე საქმიანობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ვაკანსია №2 — დაცვის თანამშრომელი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • კომპანიის ტერიტორიისა და ობიექტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • ობიექტზე წესრიგისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი;
  • ტერიტორიაზე შემომსვლელი და გამსვლელი პირებისა და სატრანსპორტო საშუალებების კონტროლი;
  • კომპანიის ქონებისა და მატერიალური ფასეულობების დაცვა;
  • საეჭვო ან საგანგებო სიტუაციებზე დროული რეაგირება;
  • უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შესაძლო დარღვევების გამოვლენა და შესაბამისი პირების ინფორმირება;
  • სამუშაო ტერიტორიაზე დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სასურველი უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღებიანობა;
  • დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა;
  • სტრესულ სიტუაციებში სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა;
  • დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები

სამუშაო ადგილი: ბათუმი, სოხუმის ქ. №10

დაინტერესების შემთხვევაში

თუ გსურთ გახდეთ განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრი და საკუთარი პროფესიული შესაძლებლობები რეალიზოთ თანამედროვე სამუშაო გარემოში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიცია: "საწყობის თანამშრომელი" ან "დაცვის თანამშრომელი".

REDI HOME — ერთად ვქმნით უკეთეს გამოცდილებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post