კორპორატიული დაზღვევის მენეჯერი
სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული დაზღვევის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ბათუმი, მემედ აბაშიძის 1 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 – 18:00 ანაზღაურება: ფიქსირებული + საკომისიო
ძირითადი მოვალეობები
- პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოძიება;
- სადაზღვევო მომსახურების გაცნობის მიზნით სხვადასხვა კომპანიებისთვის პრეზენტაციის მომზადება და ჩატარება;
- პოტენციური კლიენტებისთვის კორპორატიული სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზებაპ;
- გაყიდვების გეგმების შესრულება;
- კლიენტისთვის საჭირო დოკუმენტაციის დროულად მომზადების უზრუნველყოფა.
ძირითადი მოთხოვნები
- სასურველია უმაღლესი განათლება (ეკონომიკის/ბიზნესის/მარკეტინგის მიმართულებით);
- კორპორატიული გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, სასურველია ფინანსურ სფეროში (ბანკში ან სადაზღვევო კომპანიაში);
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა, მომხმარებლებთან კომუნიკაციის დონეზე;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
აუცილებელი უნარები
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
- ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
- მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
- ორგანიზებული.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას "გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)" ღილაკის საშუალებით.