← All vacancies

5C8GZZZH Posted 18 Nov Views: 1

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი

HSE Group external listing
Negotiable Sign in and apply

Posted 18 Nov (Days left: 30) Apply by 18 Dec

"HSE Group" არის შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2016 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. "HSE Group" თანამშრომლობს წამყვან ქართულ და საერთაშორისო კომპანიებთან. კომპანიის მიზანია შრომის უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლება, პარტნიორ კომპანიებში უსაფრთხო სამუშაო სივრცის შექმნა, მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება როგორც ქვეყნის კანონმდებლობაზე, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: http://hsegroup.ge/

კომპანია აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე (სამშენებლო სექტორი).

სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი

სამუშაოს აღწერა

  • სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმების მონიტორინგი;
  • ქვეკონტრაქტორების მიერ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის მონიტორინგი;
  • რისკების შეფასება და მაკორექტირებელი ღონისძიებების განსაზღვრა;
  • დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების გატარება;
  • საჭიროების შემთხვევაში ინციდენტის მოკვლევა და ანგარიშის მომზადება;
  • დასაქმებულთათვის გეგმური და მიზნობრივი ინსტრუქტაჟების ჩატარება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
  • შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობისა და რეგლამენტების ცოდნა სავალდებულოა;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (B2).

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი" (სამშენებლო სექტორი) .

გაცნობებთ, რომ შპს "ეიჩესი ჯგუფი" ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 1 წლის განმავლობაში. რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post