Partner

Free ads across all of Georgia.

Open classified.ge
← All vacancies

5C8XBYH2 Posted 14 Nov Views: 0

იმპორტის მენეჯერი

Negotiable Sign in and apply

Posted 14 Nov (Days left: 30) Apply by 14 Dec

კომპანია "ევროპროდუქტი", როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის Valio, Frico, Elpozo, Arla, Bayernland და სხვა.. 2014 წლიდან, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 42 ბრენდული მარკეტი, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად!

კომპანია "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას იმპორტის მენეჯერის თანამდებობაზე;

სამუშაო პირობები

  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გაგრის ქ. 2 (ავჭალა);
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 - 18:00.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • ახალი მომწოდებლების მოძიება საერთაშორისო ბაზარზე;
  • მომწოდებლებთან პირობების შეთანხმება მოწოდების ვადებისა და გრაფიკის შესახებ;
  • შესყიდვის პროცესისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;
  • ფინანსური ანგარიშსწორებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • საბაჟო სამსახურისათვის დოკუმენტაციის მომზადება და პროცედურების კონტროლი;
  • სატრანსპორტო კომპანიების მოძიება, მათთან მოლაპარაკებების წარმოება;
  • პროდუქციის და კომპანიის შესახებ მომწოდებლისგან დეტალური ინფორმაციის გამოთხოვა;
  • ყოველთვიური რეპორტის გაგზავნა მენეჯმენტთან.

მოთხოვნები

  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება იმპორტის ან შესყიდვების მიმართულებით;
  • საბაჟო და იმპორტთან დაკავშირებულ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია სატრანსპორტო და საბაჟო ოპერაციების ცოდნა;
  • ინგლისური ენის გამართულად ცოდნა;
  • გამართული კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა და დროის მართვის უნარი;
  • MS Office პროგრამების სრულყოფილად ფლობა.

კომპანია "ევროპროდუქტი" გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას, ჯანმრთელობის დაზღვევას და უზრუნველყოფილი იქნებით სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად ყველა საჭირო დამატებითი რესურსით.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე გთხოვთ, მიუთითეთ სასურველი თანამდებობა "იმპორტის მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 12 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ევროპროდუქტი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.

"ევროპროდუქტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post