9,386 live vacancies
Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

5KCS8WJ6 Posted 28 Oct Views: 1

კომპიუტერული ტექნიკოსი

Gamers.ge external listing
Sign in and apply
₾1200 / month Apply by 29 Nov

Gamers • გეიმერს ეძებს კომპიუტერულ ტექნიკოსს.

თუ კომპიუტერების აწყობა, დიაგნოსტიკა და გამართვა შენი საქმეა, შემოუერთდი Gamers.ge-ს გუნდს. ვეძებთ ადამიანს, რომელიც ტექნიკას ფრთხილად ეპყრობა, პრობლემის მიზეზს არკვევს და საკუთარ ნამუშევარს თავად ამოწმებს.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპიუტერების აწყობა და განახლება კომპონენტების თავსებადობის გათვალისწინებით
  • კომპიუტერების, ცალკეული ნაწილებისა და პერიფერიის დიაგნოსტიკა და ტესტირება
  • წმენდა, თერმოპასტის შეცვლა და გაგრილების სისტემების მომსახურება
  • Windows-ის, დრაივერებისა და საჭირო პროგრამების დაყენება და გამართვა
  • მეორადი და Trade-in ტექნიკის შემოწმება: მდგომარეობის, მახასიათებლებისა და ხარვეზების ზუსტი აღწერა
  • ტექნიკის გასაყიდად მომზადება და მომხმარებლისთვის გადაცემამდე საბოლოო კონტროლი
  • შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა და განცხადებებისთვის ტექნიკური მონაცემების შედგენა

რას ველით შენგან:

  • კომპიუტერის აწყობისა და გაუმართაობის დიაგნოსტიკის პრაქტიკულ ცოდნას
  • კომპონენტების თავსებადობისა და მუშაობის პრინციპების გაგებას
  • სატესტო პროგრამებთან მუშაობისა და შედეგების შეფასების უნარს
  • პუნქტუალურობასა და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას

უპირატესობაა გეიმინგ კომპიუტერებთან და მეორად ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება.

ხელფასი: 1 200 ლარიდან გრაფიკი: კვირაში 5 დღე; ორშ-პარ 11:00-20:00, შაბ-კვ 12:00-18:00 სამუშაო ადგილი: თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზირი 53ბ

დაგაინტერესა? გამოგვიგზავნე CV ან მოკლედ მოგვიყევი შენი გამოცდილების შესახებ და დაწერე, რომელ სამუშაოებს ასრულებ დამოუკიდებლად. წერილის სათაურში მიუთითე: "კომპიუტერული ტექნიკოსი".

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post