Partner

Free ads across all of Georgia.

Open classified.ge
← All vacancies

5VRNN0K6 Posted 7 Nov Views: 0

დისტრიბუტორი

ვეტერინარული კომპანია ინვეტი

ვეტერინარული კომპანია ინვეტი

Negotiable Apply by 5 Dec
Sign in and apply

ვეტერინარული კომპანია „ინვეტი“ აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე. შპს „ინვეტი“ საქართველოში ვეტერინარულ სფეროში მოღვაწე ლიდერი კომპანიაა, რომელიც 25 წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს ISO სტანდარტების შესაბამისად. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია: ფერმერული მიმართულების ვეტერინარული სერვისების განვითარება, ფერმერული მიმართულების კომბინირებული საკვების წარმოება, ვეტერინარული მედიკამენტების წარმოება და იმპორტი, შინაური ცხოველების საკვები და მოვლისს საშუალებების რეალიზაცია/იმპორტი. კომპანია საქართველოს მასშტაბით ფლობს 37 ფილიალს, სადაც ხდება როგორც ფერმერული მიმართულების პროდუქციის ასევე შინაური ცხოველებისთვის საჭირო პროდუქტების რეალიზაცია.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე / ორშაბათი - პარასკევი სამუშაო ადგილი: ზესტაფონი ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები

  • დადგენილი მარშრუტებით და პერიოდულობით შეკვეთების დარიგება;
  • ნავაჭრი თანხის ინკასაცია; (ბანკში შეტანა კომპანიის ანგარიშზე)
  • მიღებული და გაცემული საქონლის გადამოწმება სასაქონლო ზედნადებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები

  • სწორი კომუნიკაციის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

„ინვეტი“ გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას, ასევე კრეატიული იდეების გაზიარებისა და განხორციელების შესაძლებლობას. კომპანია მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტის მისამართზე არაუგვიანეს 2026 წლის 06 დეკემბრამდე და ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კომპანიის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში. გისურვებთ წარმატებებს!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post