მიმტანი
რესტორანი „მარანი ჰოლი“ – „GG Group“ აცხადებს მიმტანის ვაკანსიას. მისამართი: ქ. მცხეთა, დავით აღმაშენებლის ქ. N156 ჩვენი გუნდი ეძებს მოტივირებულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლიან თანამშრომელს მიმტანის პოზიციაზე სრული სამუშაო განაკვეთით.
ძირითადი მოვალეობები: - სტუმრების თავაზიანი და ხარისხიანი მომსახურება; - შეკვეთების მიღება და დროული მიწოდება; - მენიუს ცოდნა და სტუმრებისთვის კონსულტაციის გაწევა; - სამუშაო სივრცის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უცხო ენის ცოდნა; - ქართულ ენაზე გამართულად მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარი - მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 6 (ექვსი) თვის გამოცდილება - კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა; - პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა; - გუნდური მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ: - სრულ განაკვეთზე დასაქმებას; - ანაზღაურებას საათში 8 (რვა) ლარის ოდენობით; - სტაბილურ სამუშაოს; - ტრანსპორტირებას სამუშაო დღის დასრულებისას;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, გადმოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდეთ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.