← All vacancies

6HWJH2TN Posted 16 Nov Views: 19

საბანკო ოპერატორი

One Point

One Point

One Point external listing
Negotiable Sign in and apply

Posted 16 Nov (Days left: 20) Apply by 6 Dec

HR აუთსორსინგული კომპანია One Point აცხადებს ვაკანსიას საბანკო ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო მოდელი: ბანკის ფილიალი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 10:00-14:00

დამსაქმებელი კომპანიის შესახებ დამსაქმებელი კომპანია წარმოადგენს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტს რეგიონში, რომელიც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდით, ადამიანების ცხოვრების გამარტივებას ემსახურება. კომპანია მომსახურების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. ის მხარს უჭერს თითოეული თანამშრომლის განვითარებას, მიზნების მიღწევასა და წარმატების საკუთარი ისტორიის შექმნას, რადგან წარმატება პირველ რიგში საკუთარი თავის რწმენით იწყება.

პოზიციის შესახებ საბანკო ოპერატორი უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის მაღალხარისხიანი საოპერაციო და სალარო მომსახურების გაწევას, უწევს კონსულტაციას საბანკო პროდუქტებსა და მომსახურებებთან დაკავშირებით, სთავაზობს მათ საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტილებებს და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის მიმართულებაზე გადაამისამართებს.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები

  • მომხმარებლისთვის მაღალხარისხიანი საოპერაციო და სალარო მომსახურების გაწევა;
  • მომხმარებლებზე მორგებული საბანკო პროდუქტებისა და ოპერაციებთან დაკავშირებულ კონსულტაციისა და შეთავაზებების უზრუნველყოფა;
  • მომხმარებლის გადამისამართება საჭიროების შესაბამისად.

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ

  • გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მათზე ზრუნვა და დახმარების გაწევა;
  • ხარ განვითარებაზე ორიენტირებული;
  • სასურველია გქონდეს გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია დამატებით ფლობდე უცხო ენებს სასაუბრო დონეზე.

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე ელფოსტაზე. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია ვან ფოინთს გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშაოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს - ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post