← All vacancies

6VM6C57Q Posted 17 Nov Views: 0

მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი

₾1000 / month Sign in and apply

Posted 17 Nov (Days left: 30) Apply by 17 Dec

"ახალი ხედვა" წარმოადგენს წამყვან სამედიცინო ჯგუფს საქართველოში, რომელიც ოპერირებს ორთოპედიის, ტრავმატოლოგიის, ანგიოლოგიის, ინდივიდუალური ღაბაშების, რეაბილიტაციისა და სამედიცინო საცალო ქსელის მიმართულებით. კომპანიის კომერციული სტრუქტურა აერთიანებს კორპორაციულ და საცალო გაყიდვებს, კატეგორიის მენეჯმენტს, მარკეტინგსა და მრავალპროფილურ კომერციულ გუნდს.

სამედიცინო ჯგუფი ახალი ხედვა აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი სამუშაო ფორმატი: დისტანციური (სტაჟირების პერიოდში, პირველი 1 თვე, საჭირო იქნება ოფისში სიარული) სამუშაო გრაფიკი: კვირის დღეებში — 3 სამუშაო დღე + შაბათი და კვირა სამუშაო საათები: კვირის დღეებში: 09:00-დან 18:00 საათამდე — კვირაში 3 სამუშაო დღე. შაბათ-კვირას: 10:00-დან 19:00 საათამდე.

სამუშაო გრაფიკი ასევე მოიცავს ოფიციალურ დასვენების დღეებში მუშაობას. აღნიშნულ დღეებში შესრულებული სამუშაო ანაზღაურდება ზეგანაკვეთური სამუშაოს პირობების შესაბამისად.

სახელფასო ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1000 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • კომპანიაში დანერგილი სტანდარტის შესაბამისად სოციალურ ქსელებში შემოსული შეტყობინებების/კომენტარების და სატელეფონო ზარის ფარგლებში მომხმარებელთან კომუნიკაცია;
  • მომხმარებლისგან შეკვეთების მიღება გაწერილი სტანდარტის მიხედვით ან მომხმარებლების გადამისამართება მათი მოთხოვნების შესაბამისად;
  • მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და შედეგების რეპორტინგი;
  • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სასურველია მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტის ან/და ქოლცენტრის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
  • სასურველია უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების (MS Excel) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები

  • გამართული კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დისციპლინირებული.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი).

გაცნობებთ, რომ კონკურსის ფარგლებში თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, დამუშავდება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის ვადით.

ამასთან, თუ გსურთ თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შემდგომში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, გთხოვთ, აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი თანხმობის შესახებ მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე აღნიშნული თანხმობის გამოხმობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ამავე ელექტრონული ფოსტის საშუალებით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 თავით მინიჭებული უფლების ფარგლებში.

თანხმობის შემთხვევაში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, განაცხადის (CV) შენახვა მოხდება კონკურსის დასრულებიდან/შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post