HR ადმინისტრატორი
შპს "ედესი ჯგუფი" 25 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს ხარისხიან პროდუქტსა და მომსახურებას. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია პოლიგრაფიული მასალებით ვაჭრობა, ასევე საკანცელარიო პროდუქციის საბითუმო და საცალო რეალიზაცია.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას HR ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;
- თანამშრომელთა გაცდენებისა და დაგვიანებების პროგრამულად აღრიცხვა;
- ტაბელების წარმოება და შესაბამისი ინფორმაციის დამუშავება;
- შვებულებების განაცხადების მიღება და აღრიცხვა;
- საავადმყოფო ფურცლებისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
- შვებულებების ნაშთების კონტროლი;
- ვიდეომონიტორინგი;
- თანამშრომელთა დაგვიანებებზე რეაგირება წერილობითი გაფრთხილების საფუძველზე.
ანაზღაურება: საწყის ეტაპზე გათვალისწინებულია 1200 ლარი (ხელზე ასაღები თანხა), ხოლო შემდგომ გათვალისწინებულია ხელფასის ეტაპობრივი ზრდა 1 500 ლარამდე. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 (შესვენება 1 საათი). ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი N 108 ბენეფიტები: 1. Fitpass (ფიტპასი); 2. უფასო კვება.
აუცილებელი მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "HR ადმინისტრატორი".