სამეურნეო სპეციალისტი
"ფინბიურო" სასესხო ვალდებულებების მართვის სფეროში მუშაობს 2015 წლიდან. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება სუბიექტების ეკონომიკური გაჯანსაღებაა, ამ მიზნით შეისყიდის სასესხო პორტფელებს ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისგან. "ფინბიურო" აერთიანებს 18 ფილიალსა და 800-ზე მეტ თანამშრომელს.
"ფინბიურო" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული; ანაზღაურება: 1300-1500 ლარი; სამუშაო ადგილი: თბილისი.
ძირითადი მოვალეობები:
- საოფისე სივრცის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა (ელემენტარული ტექნიკური სამუშაოები);
- საჭიროების შემთხვევაში საოფისე ინვენტარის და სხვა ნივთების ტრანსპორტირება;
- მასალების შეძენა, მიწოდება;
- მენეჯმენტის სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ელემენტარული ტექნიკური უნარები;
- ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- ავტომობილის მართვის გამოცდილება.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სამეურნეო სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.