Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

7RNA0310 Posted 11 Nov Views: 1

გაყიდვების მენეჯერი

Estemed external listing
₾2000 / month −9% vs the usual · usual 2,198 ₾ · 142 ads Apply by 12 Dec
Sign in and apply
Insurance · in the ad

ESTEMED - ესთეტიკური მედიცინისა და პროფესიული კოსმეტოლოგიის სფეროში მოქმედი სადისტრიბუციო კომპანია გუნდში იწვევს - გაყიდვების მენეჯერს.

ადგილმდებარეობა: თბილისი

ვეძებთ, ადამიანს, რომელიც სტაბილურად გაზრდის კომპანიაში გაყიდვების პოტენციურ და არსებულ დამკვეთების ბაზის წარმოებით და მათთან პირდაპირი კომუნიკაციის საფუძველზე გაყიდის კომპანიის პროდუქტს.

ძირითადი მოვალეობები:

მომხმარებლის მოძიება და კომუნიკაცია

  • პოტენციური კლიენტების (კოსმეტოლოგები, დერმატოლოგები, ესთეტიკური კლინიკები, სალონები, და ა.შ) მოძიება სოციალური ქსელებით, პროფესიული ჯგუფებით, შეხვედრებზე, კონგრესებზე, პრეზენტაციებზე და სხვა ღონისძიებებსა თუ სოციალური არხებით.
  • ახალ კლიენტებთან პირველადი კონტაქტის დამყარება და შეხვედრის ჩანიშვნის შემდგომ მათთვის პროდუქტის ადგილზე პრეზენტირება.
  • არსებულ კლიენტებთან პერიოდული კომუნიკაციის შენარჩუნება. მომხმარებლისთვის ყიდვიდან 2-3 თვეში მარაგების შევსების შეხსენება.

ბაზის წარმოება და CRM

  • კლიენტების ბაზის წარმოება;
  • ყოველი კომუნიკაციის, შეთავაზებისა და შეხვედრის სისტემაში ასახვა;
  • საინფორმაციო ჯგუფის/ჯგუფების მართვა. სხვადასხვა ინფორმაციის გავრცელება, როგორიცაა: ფასდაკლებები, სიახლეები, სემინარების ანონსები და ა.შ

შეკვეთები და ოპერაციული პროცესი

  • კლიენტის შეკვეთის გაფორმება და საწყობის მენეჯერთან კოორდინაცია.
  • შეკვეთიდან ჩარიცხვამდე პროცესის სრული კონტროლი; კონსიგნაციის/რეალიზაციის ხელშეკრულებების გაფორმება.
  • პროდუქციის ვადიანობის კონტროლი გაგზავნამდე.
  • დებიტორული დავალიანებების მართვა. ვადების თვალყურის დევნება, შეხსენება, ანგარიშგება.

მარკეტინგთან თანამშრომლობა

  • სემინარებისა და ივენთებისთვის მომხმარებლების მოწვევა და მობილიზება.
  • კონტენტისთვის კოსმეტოლოგებისა თუ მომხმარებლების გადასაღებად მოწვევა.
  • ბრენდ მენეჯერთან ერთად ყოველყოველთვიური/წლიური გეგმის შეთანხმება.

ანგარიშგება

  • ყოველყოველთვიური გაყიდვების ანგარიშის წარდგენა ბრენდ მენეჯერისთვის.
  • გაყიდვების გეგმისა და რეალური გაყიდვების ანალიზი. რა გაიყიდა, რა ჩაირიცხა, რამდენი დებიტორი დარჩა.
  • კონკურენტების (ანალოგური ფილერების) ფასებისა და პირობების მონიტორინგი.

მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა;
  • კლიენტებთან პირდაპირი კომუნიკაციის (გაყიდვები, სერვისი, რეზერვაციები) მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება
  • მაღალ დონეზე ფლობა: CRM; WhatsApp Business; Google Sheets/Excel;
  • კომუნიკაბელურობა, ინიციატივიანობა და დამოუკიდებელი სამუშაო სტილი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი და შედეგზე ორიენტაცია.

სამუშაო პირობები

  • ანაზღაურება: თვეში 2000 ლარი + ბონუსი
  • კვება: უზრუნველყოფს კომპანია, საკუთარი ხარჯით
  • სამედიცინო დაზღვევა
  • Fitpass
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 10:00 დან 18:00 საათამდე.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელფოსტაზე. წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ: "გაყიდვების მენეჯერი"

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post