კონსურსი აკადემიური პოზიციების დასაკავებლად
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას აკადემიური პოზიციის დასაკავებლად
კონკურსი ცხადდება შემდეგი მიმართულებით: შრომითი ურთიერთობების სამართალი (კერძო და საჯარო სამართლის სუბიექტებისათვის); ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი; ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი; საარჩევნო სამართალი - ასოცირებული პროფესორი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შრომითი ურთიერთობების სამართალი (კერძო და საჯარო სამართლის სუბიექტებისათვის); ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი; ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი; საარჩევნო სამართლის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ან სამართლის მაგისტრის ხარისხი და სამეცნიერო/პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, ასევე:
- შრომითი ურთიერთობების სამართალი (კერძო და საჯარო სამართლის სუბიექტებისათვის); ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი; ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი; საარჩევნო სამართლის სფეროში, საპროცესო დოკუმენტაციის მომზადებისა და სასამართლო პროცესებზე წარმომადგენლობის გამოცდილება;
- შრომითი ურთიერთობების სამართალი (კერძო და საჯარო სამართლის სუბიექტებისათვის); ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი; ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი; საარჩევნო სამართლის მიმართულებით კვლევებში და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა.
- უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს:
- შესაბამისი მიმართულებით საკონსულტაციო გამოცდილებით;
- უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული იურიდიული განათლებით;
აკადემიური თანამდებობები შეიძლება დაკავებულ იქნეს პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ. ამ შემთხვევაში, პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით, განხორცილებული პროექტებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
განცხადებების მიღება იწარმოებს 2026 წლის 18 დეკემბრიდან - 2026 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით.
განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს
- ბიოგრაფია (CV);
- სამოტივაციო წერილი (1 გვერდი);
- შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსის პროექტი;
- ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
- პუბლიკაციების ჩამონათვალი;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დოკუმენტაციის მიიღება ხორციელდება ელექტრონულად, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე და შეავსოთ ყველა სავალდებულო ველი - https://form.jotform.com/263212333384451
კონკურსის პირველ ეტაპზე კანდიდატების შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო მეორე ეტაპზე, შერჩეულ კანდიდატებთან, ჩატარდება გასაუბრება (ან საჭიროების შემთხვევაში დაინიშნება საჩვენებელი ლექცია);
კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართება 2026 წლის 24 დეკემბრიდან - 2026 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით. კანდიდატის საბოლოო შერჩევის ვადად განისაზღვრება 2027 წლის 15 იანვარი.
შრომის ანაზღაურება და შრომის სხვა პირობები განისაზღვრება შერჩეულ პირთან შეთანხმების საფუძველზე. აკადემიურ პოზიციაზე არჩევა მოხდება 4 წლის ვადით.
საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: 0159, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი # 240, კახა ბენდუქიძის კამპუსი ვებ-გვერდი: www.freeuni.edu.ge