Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

E4WM6WVD Posted 18 Nov Views: 4

ხელოვნური ინტელექტის ინჟინერი

Negotiable Continue to the original listing ↗

Posted 18 Nov (Last day today) Apply by 18 Nov

სს "კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას ხელოვნური ინტელექტის ინჟინერის პოზიციაზე.

კრედო ბანკი 27 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100 ფილიალამდე არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

პოზიციის მიზანი: ბანკის ბიზნესამოცანებისთვის ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებების შექმნა, დანერგვა და განვითარება. ტექსტურ და ხმოვან მოდელებზე დაფუძნებული სისტემების, მათ შორის ქართულენოვანი ჩატბოტებისა და ხმოვანი ასისტენტების განვითარება, მონაცემთა უსაფრთხოებისა და მოდელების ხარისხის უზრუნველყოფით.

ზოგადი პასუხისმგებლობები

  • კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებებისა და მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
  • საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
  • ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა;
  • ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
  • შრომის უსაფრთხოების ტრენინგზე დასწრება და დანართი N2-ის ხელმოწერით დადასტურება;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ტრენინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადების ხელმოწერა; განცხადების დარღვევით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გაცნობიერება;
  • სამუშაო პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა.

სპეციფიური პასუხისმგებლობები

  • ბიზნესგუნდებთან ერთად AI-ის გამოყენების შესაძლებლობების გამოვლენა და ამოცანების, მოსალოდნელი სარგებლისა და წარმატების საზომების განსაზღვრა;
  • AI პროექტების განხორციელება პროტოტიპიდან დანერგვამდე; პილოტების ჩატარება, მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვება და გადაწყვეტილებების გაუმჯობესება;
  • ქართულენოვანი ტექსტური და ხმოვანი სერვისების განვითარება; მონაცემების მომზადებისა და მოდელების ადაპტაციის სამუშაოების დაგეგმვა და შესრულება;
  • დანერგილი AI სერვისების ხარისხის, სტაბილურობისა და ხარჯების მონიტორინგი; ხარვეზების გამოვლენა და გამოსწორება;
  • IT-ისა და უსაფრთხოების გუნდებთან კოორდინაციით სისტემების ინტეგრაციისა და მონაცემთა დაცვის მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;
  • ახალი მოდელებისა და ტექნოლოგიების კვლევა, პრაქტიკული გამოცდა და შედარება; ბანკისთვის ღირებული სიახლეების დანერგვის ინიციირება და დასაბუთებული შეთავაზებების მომზადება;
  • გუნდში ცოდნისა და კვლევის შედეგების გაზიარება: შიდა განხილვების, დემონსტრაციებისა და პრაქტიკული სესიების ჩატარება; ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება.

ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები, უნარები

  • უმაღლესი განათლება კომპიუტერული მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიის ან მონათესავე მიმართულებით; AI/ML გადაწყვეტილებების შექმნის მინიმუმ 2-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება;
  • Python-ის მაღალ დონეზე ცოდნა; SQL-თან, API-ებთან, Git-სა და Docker-თან მუშაობის გამოცდილება;
  • სხვადასხვა LLM, STT და TTS მოდელის კონკრეტულ მონაცემებზე გადაწვრთნისა და სასწავლო მონაცემების მომზადების პრაქტიკული გამოცდილება;
  • ღია მოდელებთან მუშაობის, მათი გაშვებისა და ადაპტაციის გამოცდილება; PyTorch-ისა და Hugging Face-ის ეკოსისტემის ცოდნა;
  • ჩატბოტების შექმნისა და ინტეგრაციის გამოცდილება; RAG-ის, embeddings-ისა და ვექტორული ძიების პრაქტიკული ცოდნა;
  • მოდელების შეფასების, ტესტირების, სამუშაო გარემოში დანერგვისა და მონიტორინგის გამოცდილება; კონფიდენციალური მონაცემების უსაფრთხოდ დამუშავების პრინციპების ცოდნა;
  • ტექნიკური ლიტერატურისა და კვლევების დამოუკიდებლად შესწავლის, ექსპერიმენტების დაგეგმვისა და შედეგების შეფასების უნარი; ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვის ინიციატივა;
  • ანალიტიკური აზროვნება, პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრა და გუნდური კომუნიკაცია; ინგლისურენოვან ტექნიკურ დოკუმენტაციასთან მუშაობის უნარი.

სასურველია: GCP პლატფორმასთან, განსაკუთრებით Vertex AI-სთან მუშაობის გამოცდილება; ფინანსურ სექტორში მუშაობისა და ქართულენოვანი ტექსტური ან ხმოვანი მოდელების ადაპტაციის გამოცდილება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 18 ნოემბერი

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post