8,955 live vacancies
← All vacancies

7SVNEHAE Posted 28 Sep 2 views

ელმონტაჟი

ელმონტაჟი

ხარჯებისა და შესყიდვის ბუღალტერი

ელმონტაჟი external listing
Tbilisi Full-time Finance / Accounting
Sign in and apply
₾3000 / month Apply by 29 Oct

"ელმონტაჟი" — ელექტროინჟინერიისა და ელექტროსამონტაჟო სფეროში მოქმედი კომპანია, რომელიც მონაწილეობს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ეძებს ხარჯებისა და შესყიდვის ბუღალტერს საკუთარ გუნდში.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ვანის ქ.5 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ გამოსაცდელი ვადა: 6 თვე ანაზღაურება: 3000 ლარი (ნეტ) ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა

პოზიციის მიზანი : პოზიციის მთავარი მიზანია კომპანიის საბუღალტრო პროცესების ეფექტიანი მართვის მხარდაჭერა, ფინანსური მონაცემების სიზუსტისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და კომპანიის ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების შეუფერხებლად წარმართვა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

1. ბუღალტრული აღრიცხვის პროცესის წარმართვა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და შესაბამისი სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად; 2. ხარჯებისა და პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი: ხარჯებთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტაციისა და შესაბამისი საბუღალტრო ოპერაციების სისწორისა და შესაბამისობის კონტროლი; ინვოისების, მიღება-ჩაბარების და შესრულებული სამუშაოების აქტების, ფორმა №2-ისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის საბუღალტრო პროგრამაში (FINA) სწორად ასახვა და გატარება; 3. RS პორტალისა და ელექტრონული სისტემების კონტროლი: RS პორტალზე ატვირთული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და გადახდების ელექტრონულ სისტემაში არსებული ინვოისების შედარება, მათ შორის ფასებისა და სხვა მონაცემების შესაბამისობის კონტროლი; 4. სახელფასო და საგადასახადო ოპერაციები: სახელფასო დარიცხვის კონტროლი ფინაში ატვირთული ტაბელების მიხედვით, ბარათებისა და ნაშთების კონტროლი, საპენსიო და საშემოსავლო გადასახადების ბარათის დადარება RS პორთალთან; 5. დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების მართვა: კრედიტორული და დებიტორული დავალიანებების კონტროლი, შედარებისა და გადაფარვის აქტების, ვალის დათმობის შეთანხმებებისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და პროგრამული გატარება; ე.წ. Aging Report-ის ფორმირება და ანალიზი; 6. თვითღირებულებისა და ნაშთების კონტროლი: დაუმთავრებელ წარმოებაზე აღრიცხული თანხების კონტროლი, თვითღირებულების სწორად ფორმირების უზრუნველყოფა და პერიოდული ანალიზი; შუალედური ანგარიშებისა და მზა პროდუქციის ნაშთების ყოველთვიური კონტროლი; 7. აუდიტი და დამატებითი ფუნქციები: შიდა და გარე აუდიტის პროცესში, ასევე მენეჯმენტის მოთხოვნის შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის დამუშავება, ანალიზი და შესაბამის პროცესებში მონაწილეობა, უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით.

გამოცდილება:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3-5 წლიანი გამოცდილება;
  • პროგრამა "FINA"-ში მუშაობის გამოცდილება.

ცოდნა:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • 1C-ის ან მსგავსი საბუღალტრო პროგრამის გამოყენების ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Microsoft Excel);
  • სასურველია, უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

უნარები და პიროვნული თვისებები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • პრობლემის დროულად იდენტიფიცირების და გადაჭრის უნარი;
  • ოპერატიულობა და ორგანიზებულობა;
  • შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობას;
  • კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • გამოცდილ და პროფესიონალ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ მისამართებზე & და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც გსურთ თქვენი კანდიდატურის განხილვა.

რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ელმონტაჟმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები და საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე პირს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და მხოლოდ დასაქმების მიზნით.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

About the employer
ელმონტაჟი
Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post