სამედიცინო წარმომადგენელი
ფარმაცევტული კომპანია "Nature Group" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაო განაკვეთი: სრული, 09:30-დან 18:00 საათამდე, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით.
სამუშაო აღწერილობა:
- ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან, კლინიკებსა და აფთიაქებში.
- ყოველდღიური სამუშაოს დაგეგმვა-რეპორტინგი.
- საპრომოციო აქტივობებისა და ღონისძიებების მოფიქრება, დამუშავება და დანერგვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება (სასურველია მედიცინის, პედიატრიული ან სამკურნალო ფაკულტეტი).
- კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.
- სამედიცინო წარმომადგენლად, მარკეტინგში ან გაყიდვების სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა და პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი.
- ორგანიზებულობა და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობა.
საგამოცდო პერიოდი: 3-6 თვე.
საწყისი ანაზღაურება კონკურენტულია და დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტაზე.
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.