Partner

Free ads across all of Georgia.

Open classified.ge
← All vacancies

7Z0A7V4Y Posted 12 Nov Views: 5

რობოტიკისა და STEM მასწავლებელი

Negotiable Apply by 2 Dec
Sign in and apply

მექატრონიქსის ტექნოლოგიური ლაბორატორია აცხადებს ვაკანსიას რობოტიკისა და STEM მასწავლებლის პოზიციაზე.

ვეძებთ მასწავლებელს, რომელიც მოსწავლეებს მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის სამყაროს პრაქტიკული გამოცდილებით გააცნობს - დაეხმარება იდეების განვითარებაში, ექსპერიმენტების ჩატარებასა და საკუთარი პროექტების შექმნაში.

მასწავლებლის მთავარი ამოცანაა ასაკზე მორგებული, საინტერესო და უსაფრთხო სასწავლო პროცესის წარმართვა, რომელიც მოსწავლეებში განავითარებს ტექნიკურ ცოდნას, შემოქმედებით აზროვნებას, პრობლემების გადაჭრისა და გუნდური მუშაობის უნარებს.

ფუნქცია-მოვალეობები

  • სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის წლიური სასწავლო გეგმისა და საგაკვეთილო აქტივობების შემუშავება და განხორციელება.
  • რობოტიკის, პროგრამირებისა და ელექტრონიკის მიმართულებით პრაქტიკული გაკვეთილების, პროექტებისა და ექსპერიმენტების დაგეგმვა და ჩატარება.
  • სასწავლო მასალისა და დავალებების მორგება მოსწავლეთა ასაკზე, ცოდნის დონესა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე.
  • მოსწავლეთა მხარდაჭერა პროექტის ყველა ეტაპზე - იდეის ჩამოყალიბებიდან კონსტრუირება და პროგრამირებამდე.
  • მოსწავლეთა პროგრესის რეგულარული შეფასება და მათთვის კონკრეტული, განვითარებაზე ორიენტირებული უკუკავშირის მიცემა.
  • მოსწავლეების მომზადება კონკურსებისთვის, ოლიმპიადებისა და გამოფენებისთვის;
  • გაკვეთილებისთვის საჭირო ტექნიკისა და მასალების წინასწარ მომზადება, რესურსების მოვლა და ტექნიკური საჭიროებების დროული გამოვლენა.
  • ლაბორატორიული აღჭურვილობის, ელექტრონული კომპონენტებისა და ხელსაწყოების უსაფრთხო გამოყენების წესების დაცვა და მოსწავლეებისთვის სწავლება.
  • კოლეგებთან, ადმინისტრაციასა და მშობლებთან თანამშრომლობა; მოსწავლეთა მიღწევებისა და სასწავლო სირთულეების შესახებ ინფორმაციის დროული გაზიარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • რობოტიკის, STEM-ის, პროგრამირების ან მომიჯნავე მიმართულებით სწავლების გამოცდილება.
  • სასწავლო რობოტებთან მუშაობის, მათი აწყობისა და პროგრამირების გამოცდილება.
  • Arduino-სა და ელექტრონიკის საფუძვლების ცოდნა და პრაქტიკულ პროექტებში გამოყენების უნარი.
  • Scratch-ისა და ბლოკური პროგრამირების ცოდნა.
  • Python-ის ცოდნა სასწავლო ამოცანებისა და პროექტების შესაქმნელად.
  • ტექნიკური საკითხების მარტივად, გასაგებად და ასაკის შესაბამისად ახსნის უნარი.
  • ბავშვებთან და მოზარდებთან ეფექტური კომუნიკაციისა და ჯგუფის მართვის უნარი.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა, მოთმინება და გუნდურად მუშაობის უნარი.

უპირატესობად ჩაითვლება

  • ტექნიკური ან პედაგოგიური განათლება შესაბამისი მიმართულებით.
  • პროექტებზე დაფუძნებული სწავლების გამოცდილება.
  • მოსწავლეთა კონკურსებისთვის მომზადების ან STEM ღონისძიებებისა ჩატარების გამოცდილება.
  • ინგლისურენოვან ტექნიკურ და საგანმანათლებლო რესურსებთან მუშაობის უნარი.

განაცხადის გამოგზავნა: დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე/CV ელფოსტაზე. წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: „რობოტიკისა და STEM მასწავლებელი“.

სურვილის შემთხვევაში, რეზიუმეს დაურთეთ განხორციელებული პროექტების ან ჩატარებული სასწავლო აქტივობების მოკლე აღწერა ან პორტფოლიოს ბმული. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

პერსონალური მონაცემების დამუშავება: კანდიდატის მიერ მოწოდებულ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს შპს „მექატრონიქსის ტექნოლოგიური ლაბორატორია“ ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის შეფასებისა და დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემები ინახება შერჩევის მიზნისთვის საჭირო ვადით, მიღებიდან არაუმეტეს 6 თვისა. კანდიდატს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე, კანონით გათვალისწინებული პირობებით მოითხოვოს მონაცემთა გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება. აღნიშნული უფლებების განსახორციელებლად მოგვმართეთ ელფოსტაზე. გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post