Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

816SYX6K Posted 16 Nov Views: 3

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი

MAQRO Construction

MAQRO Construction

MAQRO Construction external listing
Negotiable Sign in and apply

Posted 16 Nov (Days left: 29) Apply by 15 Dec

MAQRO CONSTRUCTION არის MAQRO ჯგუფის მამოძრავებელი ძალა. კომპანია აშენებს საცხოვრებელ კომპლექსებს, სასტუმროებს, რესტორნებს, მაღაზიებსა და ოფისებს, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად გრძნობენ. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ კომპანიის ელექტრონული გვერდი www.maqro.ge

კომპანია აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები

  • კომპანიის საქმიანობის ფარგლებში შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და მოქმედი რეგულაციების დაცვის უზრუნველყოფა.
  • შრომის უსაფრთხოების პროცედურების, ინსტრუქციებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავება და განახლება.
  • სამშენებლო ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის მონიტორინგი.
  • შრომის უსაფრთხოების დარღვევებისა და რისკების გამოვლენა, პრევენციული და მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა და კონტროლი.
  • უბედური შემთხვევებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმების შემუშავება და მათი შესრულების უზრუნველყოფა.
  • შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების აღრიცხვა, დოკუმენტირება და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება.
  • ინდივიდუალური და კოლექტიური დამცავი საშუალებების საჭიროების განსაზღვრა და მათი გამოყენების კონტროლი.
  • სამშენებლო ობიექტებზე წარმოქმნილი სახიფათო ნარჩენების კანონმდებლობის შესაბამისად მართვის კონტროლი.
  • შრომის უსაფრთხოების საკითხებზე სახელმწიფო უწყებებთან და შესაბამის ორგანიზაციებთან კომუნიკაციის კოორდინაცია.
  • შრომის უსაფრთხოების შიდა აუდიტებისა და შემოწმებების დაგეგმვა და განხორციელება.
  • 1შრომის უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის უზრუნველყოფა დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან და თანამშრომლებთან.
  • შრომის უსაფრთხოების მიმართულებით კომპანიის ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება (სასურველია შესაბამისი მიმართულებით).
  • შრომის უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • შრომის უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია სამშენებლო სფეროში).
  • შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და შესაბამისი რეგულაციების ზედმიწევნით ცოდნა.
  • შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციისა და პროცედურების შემუშავების გამოცდილება.
  • რისკების შეფასების, საფრთხეების იდენტიფიცირებისა და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის უნარი.
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.

ენების ცოდნა

  • ქართული ენა-თავისუფლად
  • ინგლისური ენა-B2 დონეზე
  • თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

ჩვენ გთავაზობთ

  • დინამიკურ და საერთაშორისო გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამის კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • თანამედროვე და თანამშრომლობაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს თბილისში.
  • კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ერთჯერად კვებას,
  • კორპორატიულ მობილურ ნომერს (ულიმიტო პაკეტით);

ძირითადი სამუშაო ადგილი: ნოე რამიშვილის ქ. 30, თბილისი. ინდუსტრია: უძრავი ქონების დეველოპმენტი და ინვესტიციები სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით

თუ გაქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია, ხართ დეტალებზე ორიენტირებული, მოგწონთ სწრაფად განვითარებად გარემოში მუშაობა და გამოირჩევით ძლიერი საკომუნიკაციო უნარებით, მოხარული ვიქნებით განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV (ინგლისურ ენაზე) შემდეგ მისამართზე. სათაურის ველში მიუთითებ პოზიციის დასახელება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post