Partner

Free ads across all of Georgia.

Open classified.ge
← All vacancies

81912A10 Posted 6 Nov Views: 23

Video Operator - Editor

Negotiable Apply by 21 Nov
Sign in and apply

Translated automatically from the original posting. Read the original in Georgian →

საქართველოს ამბები / მთის ამბები თბილისის ოფისში, სრული სამუშაო დატვირთვით, აცხადებს ვაკანსიას ვიდეოოპერატორი-მემონტაჟის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ გუნდის შემოქმედებით წევრს, რომელიც მზად არის, ჩაერთოს საველე ექსპედიციებში და შექმნას მაღალი ხარისხის ვიზუალური მედიაპროდუქტი. ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით.

ძირითადი მოვალეობები: აქტუალურ საკითხებზე რეპორტაჟების, გადაცემების, საგამოძიებო და დოკუმენტური ფილმების გადაღების დაგეგმვა, გადაღება და მონტაჟი.

ძირითადი მოთხოვნები

  • მედიაში ოპერატორად და მემონტაჟედ მუშაობის სულ მცირე 3-წლიანი გამოცდილება;
  • Adobe Premiere Pro-ს მაღალ დონეზე ცოდნა; გრაფიკული პროგრამების (Photoshop, Illustrator) კარგი ფლობა (მიიჩნევა უპირატესობად).
  • დრონის მართვის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად).
  • შემოქმედებითი ხედვა, დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ენერგიულობა და გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნოთ CV და თქვენ მიერ ბოლო ერთ წელში გადაღებული და დამონტაჟებული 2 ჟურნალისტური ნამუშევრის ბმული (სიუჟეტი, რეპორტაჟი ან სხვა) მისამართზე. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ვიდეოოპერატორი-მემონტაჟე. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2026 წლის 20 ნოემბერი. გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით. შესაძლოა, გასაუბრება ჩაინიშნოს და კანდიდატი შეირჩეს მითითებული ვადის ამოწურვამდე.

"საქართველოს ამბები" (https://sakartvelosambebi.ge) დამოუკიდებელი ონლაინგამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ ახალ ამბებს, ანალიტიკური და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს. "საქართველოს ამბების" ნაწილია "მთის ამბები" (https://mtisambebi.ge/) მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია საქართველოში.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post