Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

82MRPMN0 Posted 17 Nov Views: 0

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

Oxford School Georgia external listing
Negotiable Sign in and apply

Posted 17 Nov (Days left: 30) Apply by 17 Dec

"Oxford School for Georgia" აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს!

ჩვენ ვეძებთ კომუნიკაბელურ, პასუხისმგებლობიან და სტრატეგიულად მოაზროვნე საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის ეფექტიან კომუნიკაციას საზოგადოებასთან, მედიასა და პარტნიორ ორგანიზაციებთან.

ძირითადი მოვალეობები

  • ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
  • ორგანიზაციის დადებითი იმიჯისა და რეპუტაციის ფორმირებასა და განვითარებაზე ზრუნვა;
  • სკოლებთან, საგანმანათლებლო ცენტრებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობის დამყარება და შენარჩუნება;
  • პარტნიორ ორგანიზაციებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია;
  • ოფიციალური შეხვედრების, პრეზენტაციებისა და საზოგადოებრივი ღონისძიებების ორგანიზება და კოორდინაცია;
  • ორგანიზაციის სახელით ოფიციალური კომუნიკაციის წარმოება;
  • კრიზისული კომუნიკაციის დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობა საკომუნიკაციო საკითხებზე;
  • ორგანიზაციის წარმომადგენლობა ოფიციალურ შეხვედრებსა და ღონისძიებებზე;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით ახალი პარტნიორული შესაძლებლობების მოძიება და განვითარება;
  • PR-აქტივობების შედეგების შეფასება და პერიოდული ანგარიშგების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის, ჟურნალისტიკის, კომუნიკაციების ან შესაბამის სფეროში;
  • PR-ის ან კომუნიკაციების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • პრესრელიზებისა და ოფიციალური ტექსტების მომზადების გამოცდილება;
  • მოლაპარაკებების წარმოებისა და საქმიანი ურთიერთობების განვითარების უნარი;
  • მედია სივრცისა და საკომუნიკაციო არხების ცოდნა;

პიროვნული უნარები

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
  • სტრატეგიული აზროვნება;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ინიციატივიანობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და ურთიერთობების მართვის უნარი.

ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და პროფესიული გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში, გაგვიზიარეთ რეზიუმე ელფოსტაზე.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post