Partner

Free ads across all of Georgia.

Open classified.ge
← All vacancies

83KNE6BF Posted 5 Nov Views: 0

კლასის დამრიგებელი

UG სკოლა external listing
Tbilisi Full-time Education
Negotiable Apply by 6 Dec
Sign in and apply

"იუჯი სკოლაში" ცხადდება ვაკანსია კლასის დამრიგებლის პოზიციაზე.

იუჯი სკოლა არის საერთაშორისო სკოლა, რომელიც ახორციელებს სწავლებას როგორც ქართულ, ასევე Cambridge Pathway პროგრამაზე. სკოლა საქართველოს უნივერსიტეტის ქოლგის ქვეშ ფუნქციონირებს. ის სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტების განათლებას და თანამედროვე მეთოდებს, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და მომავალი ლიდერების აღზრდას.

სამუშაოს აღწერა

  • დაწყებითი საფეხური;
  • სრული განაკვეთი;

ფუნქცია-მოვალეობები

  • უზრუნველყოს კლასში წესრიგი და დისციპლინა და იზრუნოს მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე;
  • მონაწილეობა მიიღოს დაგეგმილ აქტივობებში;
  • დასაქმებული ვალდებულია ზედამხედველობა გაუწიოს მის სადამრიგებლო კლასში არსებულ მოსწავლეებს;
  • გააცნოს მოსწავლესა და მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მათი უფლებები და მოვალეობები;
  • დაესწროს მისი სადამრიგებლო კლასის გაკვეთილებს;
  • შეადგინოს მის სადამრიგებლო კლასში არსებულ თითოეულ მოსწავლეზე კვირეული, ყოველთვიური, სემესტრული ანალიზი და მიაწოდოს ფსიქოლოგს;
  • მონაწილეობა მიიღოს სკოლის მიერ ორგანიზებულ გასვლით ღონისძიებებში, ექსკურსიებში (შესაძლოა ექსკურსია დაიგეგმოს შაბათ დღეს), გასვლითი ღონისძიებებისა თუ ექსკურსიების დროს იზრუნოს მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე;
  • აწარმოოს სკოლის ელექტრონული ჟურნალი;
  • ჩაატაროს მშობელთა კრებები;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება;
  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა (საკომუნიკაციო დონე);

უნარები

  • თავაზიანი;
  • ეთიკური;
  • ენერგიული;
  • ორგანიზებული;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშობის უნარი;
  • პასუხისმგებლობიანი;
  • შრომისმოყვარე;
  • კომუნიკაბელური;
  • პუნქტუალური;

სკოლაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: (დასაქმების შემთხვევაში)

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ავტობიოგრაფია/ CV;
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • ფოტოსურათი ¾-ზე ;
  • კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • სერტიფიცირებული პედაგოგების შემთხვევაში შესაბამისი სერტიფიკატის ასლი;
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში მინიჭებული სტატუსის ამსახველი სერტიფიკატი.
  • ცნობა ნასამართლობის შესახებ;
  • ცნობა სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლობის შესახებ;
  • უფლების ჩამორთმევის შესახებ;
  • ჯანმრთელობის ცნობა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება) და შეავსეთ აპლიკაციის ფორმა https://ugschool.edu.ge/public/ge/vacanciesnfull/1

მისამართი: თბილისი, მერაბ კოსტავას ქ. N 77ა.

იუჯი სკოლაში თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. მოგახსენებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები იუჯი სკოლის მიერ დამუშავდება ვაკანტურ პოზიციასთან შესაბამისობის დადგენის, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) სკოლისთვის გაგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშავოს წარდგენილი ინფორმაცია.

იუჯი სკოლაში შრომით ურთიერთობასა და წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში აკრძალულია დისკრიმინაცია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი)კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post