სტაჟირება - გამნათებელი
ტელეკომპანია ,,იმედი“ აცხადებს სტაჟირებას გამნათებლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ტელეკომპანია ,,იმედი”, ლუბლიანას 3, თბილისი, საქართველო.
ტელეკომპანია ,,იმედი“ ეძებს გუნდის ახალ მოტივირებულ და შემოქმედებითი ხედვის მქონე წევრს, რომელიც ჩვენთან სტაჟირების განმავლობაში საფუძვლიანად შეისწავლის გამნათებლის ფუნქციონალს, კერძოდ:
- სატელევიზიო გადაცემებისა და სხვა სატელევიზიო პროდუქტების დაწყებამდე განათების მოწყობა, საჭირო განათების განსაზღვრა და პერიოდული შემოწმება;
- განათების სისტემაში არსებული ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა;
- სტუდიური გადაცემებისთვის განათების ყოველდღიური კორექტირება სატელევიზიო პროდუქტის სპეციფიკისა და საჭიროებების გათვალისწინებით;
- განათების აპარატურის ტექნიკური მოვლა, საჭიროების შემთხვევაში ცალკეული დეტალების (მათ შორის, ნათურების) გამოცვლა და აპარატურის გაწმენდა;
- გარე გადაღებების საჭიროებისთვის განათების აპარატურის საწყობიდან გატანა, გადასაღებ მოედანზე ტრანსპორტირება და გადაღების დასრულების შემდეგ საწყობში დაბრუნება;
- განათების აპარატურის გადასაღებ მოედანზე მონტაჟი და გადაღების დასრულების შემდეგ დემონტაჟი;
- განათების აპარატურის გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება და საჭიროების შემთხვევაში დინამიკური განათების აპარატურის პავილიონებს შორის გადაადგილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები
- ორგანიზებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ოპერატიულობა;
- გუნდური მუშაობა.
უპირატესობად ჩაითვლება ღონისძიებებისა და სხვადასხვა პროექტის ტექნიკურ უზრუნველყოფაში მონაწილეობის გამოცდილება, აგრეთვე მსგავს პოზიციაზე გავლილი სტაჟირება.
სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში განიხილება სტაჟიორის დასაქმება გამნათებლის ასისტენტის პოზიციაზე.
დაინტერესებულ კანდიდატებს, შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე არაუგვიანეს 2026 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის გრაფაში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალურობა მკაცრად იქნება დაცული და არ დაიშვება ინფორმაციის მესამე პირზე გადაცემა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!