Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

85PNHWHD Posted 20 Nov Views: 0

შეფასებების ხარისხის და მონიტორინგის მენეჯერი

Bank of Georgia

Bank of Georgia

Bank of Georgia

ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა

შეფასებების ხარისხისა და მონიტორინგის ჯგუფში ვეძებთ შეფასებების ხარისხის და მონიტორინგის მენეჯერს.

პოზიციის მთავარი მიზანია შიდა გუნდისა და პარტნიორი საშემფასებლო კომპანიების მიერ მომზადებული ანგარიშების ხარისხის კონტროლი; მათი სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა შეფასების საერთაშორისო სტანდარტებთან (IVS), საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციებსა და შიდა ნორმატიულ ჩარჩოსთან; რევიზიის პროცესის ეფექტიანი წარმართვა

ძირითადი მოვალეობები

  • შიდა გუნდისა და პარტნიორი (გარე) საშემფასებლო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშების რევიზია და შესაბამისი ავტორიზაცია;
  • საშემფასებლო დასკვნების შესაბამისობის ვერიფიკაცია შეფასების საერთაშორისო სტანდარტებთან (IVS), ეროვნული ბანკის რეგულაციებსა და ბანკის შიდა ნორმატიულ ჩარჩოსთან;
  • იდენტიფიცირებული ხარვეზების კლასიფიკაცია და მათი აღმოფხვრის მიზნით შიდა შემფასებლებისა თუ პარტნიორი კომპანიებისთვის კონსტრუქციული და არგუმენტირებული უკუკავშირის მიწოდება
  • საშემფასებლო საქმიანობის ხარისხის მუდმივი მონიტორინგი, სისტემური და განმეორებადი ტენდენციების/ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
  • კომპლექსურ და არასტანდარტულ შეფასებებთან დაკავშირებულ განხილვებში მონაწილეობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის ექსპერტული მხარდაჭერა;
  • შიდა და პარტნიორ შემფასებლებთან, ასევე ბანკის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან მჭიდრო, პროფესიული კოლაბორაცია და კომუნიკაციის წარმართვა;
  • საშემფასებლო პროცესების, მეთოდოლოგიისა და შესაბამისი სისტემური ფუნქციონალის ოპტიმიზაციის მიზნით ინიციატივების შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობა
  • უძრავი ქონების ბაზრის, ფასების დინამიკისა და ძირითადი ეკონომიკური ინდიკატორების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი, რევიზიის პროცესში მათი გათვალისწინების მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • საშემფასებლო სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი პროფესიული გამოცდილება;
  • ანგარიშგებისა (Reporting) და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
  • უძრავი ქონების სერტიფიცირებული შემფასებლის სტატუსი
  • საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (სასურველია);
  • თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებთან და ხელოვნური ინტელექტის (AI) სამუშაო ინსტრუმენტებთან ინტეგრაციის მზაობა და ინტერესი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 4 დეკემბერი, 2026.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
About the employer
Bank of Georgia
Website ↗
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post