← All vacancies

9Z788P83 Posted 20 Nov Views: 0

დეველოპერული პროექტების კლიენტთა მოზიდვის მენეჯერი - თბილისი

Bank of Georgia

Bank of Georgia

Bank of Georgia

სს „საქართველოს ბანკის“ საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტია ცხადებს ვაკანსიას დეველოპერული პროექტების კლიენტთა მოზიდვის მენეჯერი პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები

  • სერვის ცენტრში გამოყოფილ სპეციალიზებულ სივრცეში მოსული მომხმარებლებისთვის პარტნიორი დეველოპერების პროექტების დეტალური გაცნობა,ბინების შერჩევა და ეფექტური ვიზუალური თუ შინაარსობრივი პრეზენტაციის ჩატარება;
  • პოტენციურ კლიენტთა ბაზებთან აქტიური მუშაობა, გამავალი სატელეფონო ზარების (Outbound Calls) განხორციელება, მომხმარებელთა დაინტერესება და შეხვედრების დაგეგმვა;
  • მომხმარებლის საჭიროებების, ბიუჯეტისა და ფინანსური შესაძლებლობების პირველადი შეფასება მხოლოდ რეალური ინტერესისა და მსყიდველობითი უნარის მქონე (ხარისხიანი და ვალიდური) ლიდების ფილტრაციისა და ჩამოყალიბების მიზნით;
  • იპოთეკური სესხის პირობების პირველადი გაცნობა და დაინტერესებული კლიენტების გადამისამართება პასუხისმგებელ ბანკირთან;
  • კვალიფიცირებული ლიდების შესახებ სრული და ზუსტი ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით ოპერატიულად გადაგზავნა შესაბამის ბანკირთან (იპოთეკური სესხის დასამუშავებლად) და დეველოპერულ კომპანიასთან (ბინის დაჯავშნისა და ხელშეკრულების გაფორმებისთვის);
  • განხორციელებული ზარების, შეხვედრებისა და გაყიდვების სტატისტიკის რეგულარული აღრიცხვა და რეპორტინგი;
  • პარტნიორი დეველოპერების პროექტების, ფასების, მიმდინარე აქციებისა და თავისუფალი ბინების კატალოგის დეტალური და აქტუალური ფლობა;
  • ანგარიშგების წარმოება უშუალო მენეჯერთან,კომპანიაში დადგენილი წესების, სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება: უმაღლესი -ეკონომიკა/ფინანსები/საბანკო საქმე/ბიზნესის ადმინისტრირება; სამუშაო გამოცდილება: საბანკო საფინანსო სექტორში მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;

აუცილებელი ცოდნა და უნარები

  • საქართველოს ბანკის პროდუქტები;
  • მომსახურების სტანდარტები;
  • ენების ცოდნა: ქართული სრულყოფილად, სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • გამართული, დამაჯერებელი და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გაყიდვების,დარწმუნებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარები;
  • სამუშაო ამოცანების სწორად გადანაწილების და მათი შესრულების კონტროლის უნარი;
  • დაგეგმვის და სამუშაოს დროულად შესრულების უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 4 დეკემბერი, 2026.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
About the employer
Bank of Georgia
Website ↗
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post