Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

86Q5RYY2 Posted 18 Nov Views: 2

ბუღალტერი

₾3000 / month Sign in and apply

Posted 18 Nov (Days left: 30) Apply by 18 Dec

სამშენებლო დეველოპერული კომპანია "ნექსუსი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 ანაზღაურება: 3000 ლარი

ძირითადი მოვალეობები

  • კომპანიის სრული საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და კონტროლი პროგრამა Balance-ში;
  • სამშენებლო ობიექტების მიხედვით შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა;
  • თითოეული სამშენებლო პროექტის ფაქტობრივი დანახარჯების, თვითღირებულებისა და ფინანსური შედეგის კონტროლი;
  • სამშენებლო მასალებისა და სასაქონლო-მატერიალური მარაგების აღრიცხვა;
  • ბინების გაყიდვებისა და მიღებული ავანსების აღრიცხვა;
  • საგადასახადო დეკლარაციების (დღგ, საშემოსავლო, მოგების გადასახადი და სხვა) მომზადება და დროულად წარდგენა;
  • საგადასახადო რისკების შეფასება და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების ზუსტად და დროულად შესრულება;
  • საბანკო ოპერაციების წარმოება, სალაროს აღრიცხვა და ფულადი ნაკადების კონტროლი;
  • დებიტორ/კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
  • ჯგუფის კომპანიებს შორის ოპერაციებისა და ურთიერთანგარიშსწორებების აღრიცხვა და შედარება;
  • ხელფასების დარიცხვა და თანამშრომლებთან ანგარიშსწორება;
  • ხელმძღვანელობისთვის ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
  • სტატისტიკის ეროვნული სამსახურისთვის კვარტალური და წლიური ფორმების შევსება;
  • ბანკისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის მოწესრიგება, არქივირება და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

განათლება და გამოცდილება

  • ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში, ბიზნეს ადმინისტრირებაში ან მსგავს სფეროში;
  • სამშენებლო კომპანიაში ბუღალტერიის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 2 წელი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ბუღალტერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს კანდიდატურას ვერ განვიხილავთ.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post